logo
ENG



ამალფის სანაპიროსთან ახლოს ახალი აეროპორტი იხსნება

22 თებ 202420:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/22/coz7c329fztzvb3.jpg

იტალიაში, ქალაქ სალერნოდან 21 კილომეტრში, ამალფის სანაპიროსთან ახლოს ახალი აეროპორტი იხსნება. Salerno Costa d’Amalfi-ს აეროპორტი პირველ რეისს 2024 წლის ივლისში მიიღებს.

მედიის ცნობით, პირველ ფრენას ესპანური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Volotea 11 ივლისს შეასრულებს. ავიაკომპანია თავდაპირველად იტალიის სამ ქალაქში - ვერონაში, კატანიასა და კალიარში, ასევე, საფრანგეთის ქალაქ ნანტიში იფრენს. მედიის თანახმად, ახალ აეროპორტში ფრენები, შესაძლოა, დაიწყონ დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა - Ryanair-მა და easyJet-მა.

ახალი აეროპორტი სამხედრო აეროდრომის ბაზაზე იხსნება. ეს აეროდრომი 1926 წელს აშენდა, 2007 წელს კი პირველი კომერციული რეისი მიიღო. თუმცა, დაბალი მოთხოვნის გამო 2016 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა.


close დახურვა