logo
ENG



ამბები, რომელიც დღეს უნდა იცოდე: 20.11.2019

20 ნოე 201910:10
3 წუთის საკითხავი
 
l106tzvds9bmybt.jpg

აქციის პარლამენტთან დღესაც განახლდება

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები აქციას 19:00 საათზე გააახლებენ.

საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოყენებით შეაჩერეს.

ქციაზე, სპეცრაზმსა და აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორმოცამდე ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციები 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგდ, რაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა თავისი დაპირების შესურულებაზე 2020 წკის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.

 

18 ნოემბერს დაკავებულების სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული გიგა მაქარაშვილის, ზუკა ბერძენიშვილის და კიდევ 20-მდე სხვა დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართება და მოსამართლე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელებს.

 სასამართლო დღესვე იმსჯელებს "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საკითხზეც. 19 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ყველა პირი, ჯამში 36 ადამიანი გაათავისუფლა.  დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

 

იორგი რურუას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება

გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე საოკუპაციო ძალების პატიმრობაში იმყოფება

აჟა გაფრინდაშვილი მე-11 დღეა ოკუპანტების ტყვეობაშია.

უშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს. ართველი ექიმის ოჯახი და კოლეგები, გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი ექიმი, ომში დაშავებულებს ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა.

ქართველი ექიმი წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

 

 

 


close დახურვა