logo
ENG



ამბები, რომლებიც 12 ივლისს უნდა იცოდე

12 ივლ 202010:34
3 წუთის საკითხავი
 
5tuudwa0p8lezpd.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 12 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

როგორ გარდაიცვალა 19 წლის ფეხბურთელი?

 

„ფორმულამ“ სანდო წყაროსგან მიიღო ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის დევნის და სასტიკი ცემის დროს საზარდულისა და ბოქვენის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც შაქარაშვილმა არაგვის ხეობაში გონება დაკარგა. კვალის დაფარვისა და არევის მიზნით - უგონო მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელი თავდამსხმელებმა მდინარეში ჩააგდეს, მისი ჩანთა კი მდინარის პირას დატოვეს. ესაა ვერსია, რასაც გამოძიება ამ დროისთვის ამუშავებს. ინფორმაცია „შაბათის ფორმულას“ წყარომ საგამოძიებო უწყებიდან მიაწოდა.

პარასკევს ცნობილი გახდა - სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. გიორგი შაქარაშვილის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები პირდაპირ მეტყველებს იმ სისასტიკეზე, რომლის მსხვერპლიც 19 წლის ბიჭი გახდა.

 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ქარელში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 ბალი შეადგინა.

საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

12 ივლ 202009:59 მიწისძვრა საქართველოში - სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეპიცენტრი ქარელის რაიონის სოფელი მუხილეთში იყო, ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა. ნგრევის, ან დაშავაბულების შესახებ, ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

ეპიცენტრი ქარელის რაიონის სოფელი მუხილეთი იყო, თუმცა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ნგრევის ან დაშავაბულების შესახებ.


მუხიანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


გვიან ღამით მუხიანში აფეთქება. გარდაცვლილია 50 წლამდე კაცი. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.


მსოფლიო ეკლესიათა მსოფლიო საბჭო აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილებას გმობს


მსოფლიო ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ აია-სოფიას შეცვალოს აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება და ნაგებობას მუზეუმის სტატუსი შეუნარჩუნდეს.

წერილში, რომელსაც საბჭო რეჯეპ ტაიპ ერდოღანს უგზავნის, წერია, რომ გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს.

აია-სოფია 1500 წლის წინ მართმადიდებლურ ქრისტიანულ კათედრალად ააგეს, თუმცა ოსმალების დაყრობების შემდეგ მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წელს კი ათათურქმა აია-სოფია მუზეუმად გადააკეთა და დღეს მას იუნესკო იცავს.



COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

986 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 857 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 219 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5001 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 12.8 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 7.4 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 567 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 58 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

 

ავსტრალიაში ზგიგენის თავდასხმამ კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. ახალ სამხრეთ უელსში სერფინგის დროს 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შედეგად დაიხურა Wooli-ს, Diggers Camp-ისა და Minnie Waters-ის სანაპიროები.

ავსტრალიაში ეს ზვიგენის თავდასხმის უკვე მეხუთე შემთხვევაა. წინა კვირას თავდასხმამ 36 წლის კაცი, ივნისში კი 60 წლის სერფერი იმსხვერპლა.

 

ფლორიდაში დისნეილენდი ოთხთვიანი კარანტინის შემდეგ გაიხსნა

 

დისნეის პარკები აშშ-ში კორონავირუსის გამო მარტში დაიხურა. წესების მიხედვით, სტუმრებისთვის პირბადისა და უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ფლორიდაში კორონავირუსის 250 ათასზე მეტი შემთხვევა და 4 000-ზე მეტი გარდაცვალება ფიქსირდება, პარკი მაინც გაიხსნა და ვიზიტორების მიღებისთვის ემზადება.

დისნეიმ მაისში განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მათ 1.4 მილიარდ დოლაზე მეტი იზარალეს.



close დახურვა