logo
ENG



ამბები, რომლებიც 12 სექტემბერს უნდა იცოდე

12 სექ 202010:36
3 წუთის საკითხავი
 
ohlxw4rfvsntl9z.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 12 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

საიდუმლო მასალები ბაჩალიაშვილის საქმეში

ბაჩალიაშვილის საქმის საიდუმლო მასალებს გაგაცნობთ დღეს შაბათის ფორმულა. ვინ არის უცნობი ქალი, რომლის 3 ფოტორობოტიც საქმეში დევს და პოლიცია მის კვალს დღემდე ეძებს. რა საიდუმლო გაანდო ქალს თამარ ბაჩალიაშვილმა და რა კავშირი აქვს მას სახიფათო ვიდეო ფაილებთან. არ გამოტოვოთ, დღეს - 20:00 საათზე, შაბათი ფორმულა დავით ქაშიაშვილთან ერთად.

 

COVID-19-ის ახალი რეკორდი საქართველოში

2075 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1363 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. დღეს კოვიდინფიცირების კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა, ვირუსი 158 პაციენტს დაუდასტურდა. 

 

დაკავებული თამაზ ხომასურიძე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა მუქარის, ცრუ ჩვენებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება ზ.ხ-ს მამას ამირხანაშვილთან დაკავშირებით მტკიცებულებების გაყალბებას ედავება.

დაკავების ერთ-ერთი საფუძველი მოკლულის ნათესავის მირიან ნიკოლაძის მიმართვა გახდა. ნიკოლაძე აცხადებს, რომ თამაზ ხომასურიძე მოკლულის ოჯახს ემუქრებოდა. პარალელურად გრძელდება სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი, დაიკითხნენ შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის ავტორები. სპეციალისტები ისევ ვერ პასუხობენ კითხვას, ფეხბურთელის გარდაცვალების ზუსტ დროსთან დაკავშირებით.

 

ფრენების აღდგენა კვლავ გადაიდო

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ნოემბრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი ნოტამი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გამოსცა. 

უწყების ცნობით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM); პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG); რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

 

გადადებული სწავლა

თბილისში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავსა და ფოთში სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება სწავლა ყველგან, მათ შორის, ეს ეხება კერძო დაწესებულებებსაც.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი სწავლის დაწყების გადადებას დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, რთულია სასწავლო პროცესის გადადება, მაგრამ ამ 2 კვირაში გამოჩნდება, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით. 

 

კორონავირუსი მედიაში

კორონავირუსი ამჯერად ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ტელეარხმა გაავრცელა. არხის სახე თეონა ცხომელიძე ფიქრობს, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, რესპონდენტისგან გადაედო. ჟურნალისტის განცხადებით, სიმპტომებიდან მას ზურგის და სახსრების ტკივილი აწუხებს. 

ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, არხზე ამჟამად ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ ეთერიდან მოიხსნა გადაცემა ღამის კურიერი,


close დახურვა