ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 13 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონპროექტი
მიენიჭება თუ არა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დამატებითი ფუნქციები. შესაბამისი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება. დოკუმენტის მიხედვით მარეგულირებელ ორგანოს საშუალება ეძლევა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირთან სპეციალური მმართველი დანიშნოს და ფაქტობრივად ყველა მმართველობითი გადაწყვეტილება მიიღოს ცვლილებების ინიციატორი მარეგულირებელი კომისიაა, გასულ კვირას კანონპროექტის პარლამენტში განხილვას მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები
დღეს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც შრომით კოდექსში შესატან ცვლილებებსა და ინიციატივებს განიხილავენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „იემსი" აცხადებს, შემოთავაზებული ცვლილებები მშრომელთა ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, თუმცა კანონპროექტი კერძო ინტერესისა და ბიზნესის ლობის შეტევის ქვეშ აღმოჩნდა, როგორც ფორმალურად, პარლამენტში, ასევე არაფორმალურად. შედეგად, დღეს მისი დამტკიცება საფრთხეშია. კანონპროექტში შესატანი ცვლილებების ინიციატორი დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს რომ კანონპროექტს ჩავარდნის საფრთხე არ დაემუქრება.
დამატებითი ექსპერტიზა შაქარაშვილის საქმეში
გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ვარაუდობს, რომ საგამოძიებო უწყება დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. ნიკოლაძის განცხადებით, დამატებითი ექსპერტიზით დადგინდება, რა ვითარებაში აღმოჩნდა 19 წლის ახალგაზრდა მდინარე არაგვში. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრები სხვა ექსპერტიზის პასუხებსაც ელოდებიან, მათ შორის ჩანთის დნმ-ის ანალიზსაც, რითიც დადგინდება, ვინ სცადა კვალის არევა შაქარაშვილის საქმეში.
დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა იხსნება
დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა იხსნება. თუმცა ღონისძიებების ორგანიზატორებს გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება მაინც მოუწევთ. მათ შორისაა თერმოსკრინინგის ჩატარება და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 9 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
13 ივლ 202008:33 დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა იხსნება. თუმცა, ღონისძიებების ორგანიზატორებს გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება მაინც მოუწევთ. მათ შორისაა თერმოსკრინინგის ჩატარება და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა გიორგი გახარიამ 9 ივლისს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. თუმცა, ფესტივალ „დეკოდერის" პროექტების მენეჯერის მირიან ჯეჯელავას თქმით, ღია სივრცის ფესტივალის ჩატარებისას ორმეტრიანი დისტანციის გაკონტროლება თითქმის შეუძლებელი იქნება.დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა იხსნება
აფეთქება თემქაზე
თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულზე სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულები იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების 5 ეკიპაჟი.
12 ივლ 202023:15 თემქაზე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა. როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახლში, სადაც აფეთქება მოხდა რემონტი მიმდინარეობდა. ადგილზე 5 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. დაზარალებულის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.თემქაზე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა
სროლა დიდუბეში
გვიან ღამით დიდუბეში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მომხდარი ქუჩური გარჩევა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით დამთავრდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახა.
13 ივლ 202008:06 გვიან ღამით დიდუბეში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ქუჩური გარჩევა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დამთავრდა. ადგილობრივების თქმით, შედეგად არავინ დაშავებულა, მათივე ვარაუდით, ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაშინების მიზნით ჰაერში გაისროლა. „გაწევ-გამოწევა იყო ახალგაზრდებს შორის. ხმაური და გასროლის ხმა იყო. ღმერთმა გვიშველა, რომ არავინ დაშავებულა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა თვითმხილველმა.დიდუბეში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას გასროლა მოჰყვა
ადგილობრივების თქმით გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.როგორც დიდუბის მაცხოვრებლები ვარაუდობენ ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი დაშინების მიზნით ჰაერში გაისროლა.
Glee-ს გაუჩინარებულ მსახიობს ისევ ეძებენ
ვენტურას საგრაფოს პოლიციის განყოფილება Glee-ს მსახიობის, ნაია რივერას ძიებას ტბაში განაგრძობს. როგორც განყოფილება იუწყება, საგამოძიებო უკვე სამუშაოები რივერას ცხედრის საპოვნელად მიმდინარეობს.
”არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მან ის ხმელეთზე გამოვიდა, ”- ამბობს ვენტურას საგრაფოს პოლიციის განყოფილების კაპიტანი.
მსახიობი ნაია რივერა კალიფორნიის ტბა პირუზე შვილთან ერთად ნავზე იმყოფებოდა. რივერას ვაჟი ნავში მძინარე მარტო იპოვეს, თავად მსახიობს კი ამ დრომდე ეძებენ.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
995 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 857 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 219 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5001 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 13 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 7.5 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 571 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 58 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.