ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 2 აგვისტოს მნიშვნელოვან მოვლენებს
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროგრამისტებს დახმარებას სთხოვს
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მიმართვას ავრცელებს და პროგრამისტებს დახმარებას სთხოვს.
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მიმართვას ავრცელებს და პროგრამისტებს დახმარებას სთხოვს. "პროგრამისტებს ყველა ქვეყნისა, მოგიწოდებთ, გაერთიანდეთ და ჩემი უმანკო გოგონას მკვლელების საპოვნელად დამეხმაროთ რითიც შეგიძლიათ და მოიპოვოთ კომპრომატები", - წერს თამაზაშვილი. ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროგრამისტებს დახმარებას სთხოვს
"პროგრამისტებს ყველა ქვეყნისა, მოგიწოდებთ,
გაერთიანდეთ და ჩემი უმანკო გოგონას მკვლელების საპოვნელად დამეხმაროთ რითიც შეგიძლიათ და მოიპოვოთ კომპრომატები", - წერს თამაზაშვილი.
ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.
შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს არასრულწლოვნის ბიძა და ბაბუა, რომლებიც მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს არასრულწლოვნის ბიძა და ბაბუა, რომლებიც მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.შსს: დავაკავეთ არასრულწლოვნის ბიძა და ბაბუა, რომლებიც მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ
გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა - დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ", - აცხადებენ უწყებაში.
რა საიდუმლო ფაილები ნახა თამარ ბაჩალიაშვილმა?
23 წლის პროგრამისტის საეჭვო გარდაცვალების საქმეზე „შაბათის ფორმულას“ წყარომ საგამოძიებო უწყებიდან დაუდასტურა რამდენიმე დეტალი, რაზეც ამ დროისთვის გამომძიებლები მუშაობენ. წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, დილით, 10:15 წუთზე დაურეკეს. ზარი „ვოთსაფის“ საშუალებით განხორციელდა და გოგოს კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვეს.
ზარის ავტორს თამარი იცნობდა, რადგან იმ თემაზე, რაზეც შეეხმიანნენ, საუბარი ჰქონდათ გასული დღეების განმავლობაშიც. „შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც თამარ ბაჩალიაშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე.
UNESCO-მ შესაძლოა, ჩაჟაშის კომპლექსი კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღოს
უშგული საფრთხის ქვეშაა - რეაბილიტაციის მიუხედავად, ისტორიული კოშკები ისევ იშლება. მიზეზი არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოებია. გარდა ამისა, შესაძლოა, ჩაჟაშის კომპლექსი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოიღონ.
UNESCO-მ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, იმის გამოც მიიღოს, რომ უშგულში სრულიად უკონტროლო განაშენიანება მიმდინარეობს, რაც აზიანებს ყველაზე მთავარს - ავთენტურობასა და სიძველეს.
SpaceX-ის ასტრონავტები დედამიწაზე ბრუნდებიან
ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გამოფრინდნენ და დედამიწაზე დასაბრუნებლად ემზადებიან. სავარაუდოდ, ისინი ფლორიდის სანაპიროზე ადგილობრივი დროით კვირას, 14:40 საათზე დაეშვებიან.
წარმატებული დაშვება შეერთებული შტატებისთვის დაამტკიცებს, რომ მათ ორბიტაზე ხალხის გაგზავნის და დაბრუნების სრული შესაძლებლობა აქვთ.
ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მაისის ბოლოს, NASA-სა და SpaceX-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ისტორიული მისიით გაფრინდნენ.
ტოკიოში კაბუკი-ძა გაიხსნა
კაბუკი-ძას თეატრი ტოკიოში კორონავირუსის კარანტინის შემდეგ კვლავ გაიხსნა. კაბუკი-ძას თეატრი კორონავირუსის პანდემიის გამო უსაფრთხოების მიზნით დაიხურა და ვიზიტორების მიღება 5 თვის წინ შეწყვიტა.
თეატრში ვიზიტორების დასაშვები რაოდენობა შეზღუდულია და ისინი ვალდებული არიან დამცავი ფარები ატარონ. თავად მსახიობებს კი წარდგენისას პირბადეები უკეთიათ.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1177 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 955 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 285 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6969 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 18.3 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 11.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 688 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 65 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.