logo
ENG



ამბები, რომლებიც 4 აგვისტოს არ უნდა გამოტოვო

04 აგვ 202009:05
3 წუთის საკითხავი
clock 849
19sl51aeqmgvwdg.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 4 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ-ის საელჩოსთან აქციას გამართავს

 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს 12:00 საათზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას გამართავს და გამოძიების პროცესში FBI-ის ჩართვას მოითხოვს. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადა.

მისი განმარტებით, აქციის გამართვის მიზეზი გამოძიების არაეფექტურობა გახდა. თეონა თამაზაშვილი მოსახლეობას მხარდაჭერას სთხოვს და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ბაჩალიაშვილის დედამ გადაცემაში გამოძიების მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის ცხოვრების დეტალებს განგებ ავრცელებენ, რომ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არასწორი წარმოდგენა შექმნან.

 

ბაჩალიაშვილის ლეპტოპს ექსპერტიზა დღეს ჩაუტარდება

 

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ლეპტოპის ექსპერტიზა დღეს ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში 11:00 საათზე დაიწყება.

ბაჩალიაშვილის ლეპტოპს ექსპერტიზა დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ლეპტოპის ექსპერტიზა დღეს ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში 11 საათზე დაიწყება. ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „ფორმულა ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მის მიერ მოწვეულ ექსპერტებთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმშია. ავტომობილთან დაკავშირებით კი, გარკვეული საკითხებია მოსაგვარებელი, ამიტომ უცნობია თუ როდის ჩაუტარდება ავტომანქანას ექსპერტიზა. „ვნახავთ რა მდგომარეობაა, რა პროცედურა მიმდინარეობს.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ფორმულა ნიუსთან საუბრისას აღნიშნავს რომ მის მიერ მოწვეულ ექსპერტებთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმშია. ავტომობილთან დაკავშირებით კი გარკვეული საკითხებია მოსაგვარებელი ამიტომ უცნობია თუ როდის ჩაუტარდება ავტომანქანას ექსპერტიზა.

 

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში

 

თბილისში ე.წ. ლონდონის ბაღში დაპირისპირების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიჭრა. ორივე დაშავებული ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათ შორის ერთ-ერთი რეანიმაციაშია მოთავსებული. ექიმის ვარაუდით ახალგაზრდა ბიჭს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

თბილისში ე.წ. ლონდონის ბაღში 18 წლის მოზარდი დაჭრეს

თბილისში ე.წ. ლონდონის ბაღში 18 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 2 აგვისტოს მოხდა. მომხდარი "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდები დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც კონფლიქტი სხვა თანაკლასელებთან მოუვიდათ. უცნობია მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხდარ ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული. 

 

ფოთში ერთ ადამიანს ეძებენ

 

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგონას ეძებენ. იგი გუშინ გვიან ღამით, სავარაუდოდ ხიდიდან მდინარეში გადახტა.

ამ დრომდე დაუზუსტებელია მისი ასაკი და ვინაობა. შემთხვევა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოტნე დადიანის ხიდთან მოხდა.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

1179 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 959 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 280 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7007 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 18.4 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 11.6 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 697 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 64 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

 

 


close დახურვა