ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 6 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს
ენგურში დაკარგული ქალები
59 წლის ქალი, რომელსაც გალში ახლობლები ეძებდნენ თერჯოლის ცხელების ცენტრის ფსიქიატრიულ განყოფილებაში იმყოფება. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით ქალი, პირველ ივლისს თერჯოლაში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ცხელების ცენტრიდან კატასტროფის მანქანით გადმოიყვანეს. კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ, ის ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. დავით სარიშვილის განმარტებით, პაციენტი ვერ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ და ვისთან ერთად გადმოლახა ე.წ. საზღვარი. ქალი კარანტინს თერჯოლის კლინიკაში გაატარებს.
დღეს ეროვნული გამოცდები იწყება
ქვეყანაში დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება, რომელიც 5 აგვისტოს დასრულდება. კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცდები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ჩაივლის, აბიტურიენტისთვის პირბადის ტარება ნებაყოფლობითი იქნება, საგამოცდო სივრცეში კონდინცირება დასაშვები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს. აბიტურიენტთა რეგისტრაციისთვის წინასწარ ადგილები მოინიშნება. რეგისტრატორებს დამცავი ფარი ეკეთებათ ან სამუშაო მაგიდაზე დამცავი, გამჭვირვალე ბარიერი გაკეთდება.ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსდება დეზობარიერი და ხელის დასამუშავებელი ხსნარები, ასევე, ჩატარდება თერმოსკრინინგი. გამოსაცდელებმა აუცილებელი ნივთებისა და კალმის გარდა საგამოცდო ცენტრში სხვა არაფერი უნდა იქონიონ.
ხანძარი მესტიაში
დღეს დილიდან გააგრძელებენ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მიმდებარედ მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩაქრობას. გუშინ ადგილზე 20 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, თუმცა რთული რელიეფის და ქარის გამო, ხანძარი ვერ ჩააქრეს.
06 ივლ 202010:45 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს მეხანძრე მაშველები გვიან ღამემდე უშედეგოდ აქრობდნენ, პროცესი დღეს დილიდან გაგძელდება. ადგილზე 20 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, თუმცა რთული რელიეფის და ქარის გამო, ხანძარი ვერ ჩააქრეს. გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივების ცნობით ხანძარი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.მესტიაში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გაგზავნეს
გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივების ცნობით ხანძარი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.
სახალხო დამცველის საქმის განხილვა
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოასამართლე წევრების ფარულად არჩევის საკითხს ეხება. ომბუდსმენის აპარატში მიაჩნიათ, რომ ეს მოქმედი ნორმა არაკონსტიტუციურია, რადგან კანონმდებლობა მას არ ითვალისწინებს, მათი თქმით, სადავო ნორმებით დადგენილი წესი საუკეთესო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას ვერ უზრუნველყოფს.
შუა ხნის მამაკაცი, სავარაუდოდ, რუსმა ოკუპანტებმა დაჭრეს
ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შუა ხნის მამაკაცი შეიყვანეს. ინციდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, დაჭრილი საოკუპაციო ზოლიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა, რა დროსაც მას რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს.
06 ივლ 202010:37 ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შუა ხნის მამაკაცი შეიყვანეს. ინციდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, დაჭრილი საოკუპაციო ზოლიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა, რა დროსაც მას რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს. მეორე ვერსიით მამაკაცმა ჭრილობა ქურდული გარჩევისას მიიღო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომხდარის დეტალები ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს.შუა ხნის მამაკაცი, სავარაუდოდ, რუსმა ოკუპანტებმა დაჭრეს
მსახიობი ნიკ კორდერო კორონავირუსით გარდაიცვალა
ბროდვეის მსახიობი ნიკ კორდორო, რომელიც სამი თვის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებდა კორონავირუსით ინფიცირებისა და ფეხის ამპუტაციის გამო, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ცოლმა, ამანდა კლოცმა გაავრცელა.
„ჩემი ძვირფასი ქმარი დილით გარდაიცვალა. გარშემო ოჯახი ჰყავდა, მღეროდა და ლოცულობდა, როცა დაგვტოვა. არ მჯერა და ძალიან მტკივა." - წერს კლოცი Instagram-ზე.
კორდეროს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული ვუდი ალენის ფილმის "Bullets Over Broadway" მუსიკალური ადაპტაციაშო, რისთვისაც მან ტონის ნომინაციაც მიიღო. მის შემოქმედებაში ასევე შედის „Rock of Ages”, „Waitress" და „A Bronx Tale: The Musical".
ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმე
ფოთში 45 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ დღეს გაიმართება. 2 ივლისს ფოთში 45 წლის მამაკაცი სასტიკად აწამეს და მოკლეს ის სავარუდოდ ე.წ. კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა. გარდაცვლილის მამა ადასტურებს, რომ მის შვილს წარსულში ურთიერთობა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ჰქონდა და მათთან უთანხმოებაც მოუვიდა. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობაში 10 პირი ფიგურირებს, მათ დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გიორგი რურუას სასამართლო პროცესი
მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო გრძელდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაა ჩანიშნული. სასამართლოზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს განიხილება. რურუას ადვოკატის, სანდრო ბარამიძის განმარტებით, მთავარი არხი მეწილე პოლიტ პატიმარია და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, სასამართლო რურუას წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
953 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 830 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 192 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3828 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 11.5 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 6.5 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 536 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 57 500-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.