ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 8 აგვისტოს უნდა იცოდეთ
ადამ კინზინგერი აგვისტოს ომს ეხმაურება
ამერიკის კონგრესმენმა და კონგრესში აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 12 წლის შემდეგ, დროა, საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს:
„ათვლის წერტილი არის 12 წელი, 12 ძალიან დიდი დროა. დროა, საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დამეთანხმებიან, ის ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ საქართველო არ გახდეს ნატოს წევრი.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორის არის ავღანეთში ოპერაციის დროს, როცა ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობ, საქართველო მეორე გახლავთ ამერიკის შემდეგ ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა მომავლისთვის.
"I believe, my friends will agree that the fact that #Georgia is #occupied, should not become a reason not to join Georgia into @NATO. The U.S. Congress, Senate, and President all support Georgia and we will continue to do so ."- said #UnitedStates Congressman @RepKinzinger pic.twitter.com/lx8W3Eso4Vnull
ამერიკის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას. მე ველი მომავალზე საუბრებს ჩემ მეგობრებთან და ყველა სხვასთან", - განაცხადა კინზინგერმა.
ადამ კინზინგერმა ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე ისაუბრა, სახელწოდებით - „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი".
ავიაკატასტროფა ინდოეთში
ინდოეთში, კერალას შტატში ავიაკატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით ბორტზე მყოფი 18 ადამიანია დაღუპული. ბოინგი 737 დუბაიდან მოფრინავდა. კალიკუტის აეროპორტში დაფრენისას თვითმფრინავი დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და შუაზე გაიხლიჩა. ბორტზე ინდოელი მგზავრები იმყოფებოდნენ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სამშობლოში მანამდე ვერ ბრუნდებოდნენ.
თვითმფრინავში სულ 186 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 10 ჩვილი და ბორტის 6 წევრი. თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 19:40 საათზე, დაფრენის მეორე მცდელობისას გაიხლიჩა.
ჯეიმს აპატურაის განცხადება საქართველოს ოკუპაციაზე
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება და ამბობს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
როგორც აპატურაი Facebook-ში წერს, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.
"12 წლის განმავლობაში რუსული ჯარები არალეგალურად იმყოფება საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე, ხოლო ამის შედეგად, ათასობით ადამიანი საკუთარი სახლებიდან და მიწიდან წასულია. NATO კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები გაიყვანოს," – წერს ჯეიმს აპატურაი.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი აგვისტოს ომს ეხმაურება
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
„რუსეთის დაუფიქრებელი შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია გრძელდება. ეს ქმედებები მიუღებელი იყო 2008 წელს და მიუღებელია ახლაც. ქართველმა ხალხმა თავი გაწირა უფრო დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად და საქართველომ დაამტკიცა, რომ აშშ-ისა და ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ავღანეთში. ჩვენ უნდა განვაგრძოთ საქართველოს, უკრაინის და ჩვენი ყველა პარტნიორის, რომელიც პუტინის მტრული ნაბიჯების გამო იტანჯება, სუვერენიტეტულობის მხარდაჭერა,“ - ნათქვამია განცხადებაში.
წერილი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელისა და კონგრესმენ მაიკლ მაქქაულის სახელითაა გამოქვეყნებული.
კახეთში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
კახეთში, გურჯანიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ კაჭრეთთან მომხდარ ავარიას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
კახეთში, გურჯანიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ კაჭრეთთან მომხდარ ავარიას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.კახეთში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1216 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 996 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 282 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7166 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 19.5 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 12.5 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 724 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 64 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.