სვეტიცხოვლობა
დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
საზეიმო ღონისძიებები მცხეთაში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მოძრაობა აიკრძალა მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე. მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია სპეციალური საშვებით.
მოძრაობა 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება.
იაპონიაში მესამე დღეა ტაიფუნს ებრძვიან
ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ტაიფუნს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 160, ხოლო დაკარგულად ითვლება 20-მდე მოქალაქე.
კუნძულზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მილიონობით ადამიანი კი სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
იაპონიის ხელისუფლებამ მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.
საქართველოს საპატრიარქოს დუმილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ქართული ეკლესია კვლავ არ აცხადებს ოფიციალურ პოზიციას.
სასულიერო პირთა მცირე ნაწილი იმედოვნებს, რომ საქართველოს წმინდა სინოდი აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან მიმართებაში ქართული ეკლესია გადაწყვეტილების მიღებამდე სხვა ქვეყნების რეაგირებას უნდა დაელოდოს. საქართველოს საპატრიარქოს უმოქმედობაში ამ საკითხზე რუსულ კვალს ხედავენ თეოლოგები.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ბიზანტიის მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც აღიარა. სამაგიეროდ, ამის კატეგორიული მოწინააღმდეგეა რუსული ეკლესია.
კრიმინალი
ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. Გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ქალის მიმართულებით ჯერ ხელყუმბარა ისროლა, თუმცა ის არ აფეთქებულა. Გამოძიების ცნობით, 12 ოქტომბერს, კაცმა ქალს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. Ბრალდებულს, რომელიც მეორე დღეს დააკავეს, 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
13 ოქტომბერს, გორში, 20 წლის პირი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედების ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
13 ოქტომბერს, ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი [ქმარი და მამამთილი] დააკავეს. Შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებული მამასთან ერთად საკუთარ მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. Დაკავებულებს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ რადიოში
14 ოქტომბერს ფრანგულ რადიო France Bleu-ში, საქართველოზე მომზადებული გადაცემის „Embarquement immédiat" პირველი სტუმარი საქართველოს პრეზიდენტი იქნება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გადაცემა, მთელი კვირის განმავლობაში, ფრანგ მსმენელს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტურიზმის, გასტრონომიისა და მოგზაურობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და ვიქტორინის საშუალებით, საქართველოს საგზურს გაათამაშებს.
"უცხოურ მედიაში ასეთი ტიპის გადაცემები ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ტურისტების მოზიდვასა და ქართული ეკონომიკის გაძლიერებას.“ - წერს ფეისბუკის პირად გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.
ევროკავშირის ქვეყნები და აშშ თუქრეთს სანქციებს უწესებენ
თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს ევროკავშირის ქვეყნები ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კი სირიაში შეჭრის გამო, თურქეთს ეკონომოკურ სანქციებს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაუწესებს.
ტრამპის განცხადებით, სანქციების საკითხზე კონგრესში “დიდი კონსენსუსი” არსებობს.
ხუთდღიანი ბრძოლის შემდეგ, ქურთმა მებრძოლებმა უკან დაიხიეს. არეულობის ფონზე შესუსტდა ბანაკებისა და საპატიმროების კონტროლი. კონტრორილებადი ტერიტორიიდან ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 700-ზე მეტი ადამიანი გაიქცა.
თურქეთი ოპერაციის გაფართოებას გეგმავს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები სირიის ჩრდილოეთ რაიონიდან დარჩენილ 1000 სამხედროსაც გამოიყვანს. ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ თურქეთი სამხედრო ოპერაციის სამხრეთით გაფართოვებას გეგმავს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქურთები სირიელებისა და რუსების დახმარებით კონტრიერიშისთვის ემზადება.
სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული მორიგი დეპუტატი
47 წლის ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ნარინე გინოსიანი ამბობს, რომ პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი სისტემატიურად ცდილობდა, თავისი სტატუსის გამოყენებით, ინტიმურ ურთიერთობაზე დაყოლიებას.
გინოსიანი ასევე აცხადებს, რომ უარის თქმის შემდეგ პარლამენტის წევრი დაემუქრა, მოგვიანებით კი მისი დევნა-შევიწროება სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევითა და სისხლისსამართლებრივი პრობლემების ხელოვნური შექმნით დაიწყო.
ენზელ მკოიანი ბრალდებას უარყოფს და ამას "ნაციონალური მოძრაობის ხელწერას" უკავშირებს.
მაჩალიკაშვილი VS იმედი /პრაიმტაიმი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის, ნატა მახვილაძისა და „პრაიმტაიმის“ რედაქტორის, მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ. საქმე დღეს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოში 16:00 და 17:00 საათზე განიხილება.
მალხაზ მაჩალიკაშვილი „იმედის“ და „პრაიმტაიმის“ მიერ მომზადებულ იმ მასალებს ხდის სადავოდ, რომლებიც სპეცრაზმის მიერ მოკლული მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყაროს გახსნას ეხება ბანგლადეშში.
მაჩალიკაშვილს თქმით, ჟურნალისტებმა მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელეს, ამასთან, ფაქტები განზრახ დაამახინჯეს.