logo
ENG



ამბები, რომლებიც დღეს უნდა იცოდე: 2 ნოემბერი, 2019

02 ნოე 201910:13
3 წუთის საკითხავი
 
v8ffe7y4jfywn5b.jpeg

დინამო ბათუმის მფლობელის განცხადება

 

ბათუმის „დინამო“ შესაძლოა მფლობელის გარეშე დარჩეს. კლუბი ამის შესახებ ინფორმაციასფეისბუქზეავცელებს, რომელშიც წერია, რომ კლუბის მფლობელი არჩილ ბერიძე „დინამო ბათუმის“ ბაზაზე პრესკონფერენციას გამართავს და ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთებს განმარტებებს.

ასევე, საუბარი შეეხება ბათუმისდინამოსადა საჩხერისჩიხურასშორის გამართულ მატჩს და მსაჯის - გოგა კიკაჩეიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ბათუმისდინამოეროვნული ლიგის 33- ტურში სტუმრადჩიხურასთანანგარიშით 0:2 დამარცხდა.

 

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პედაგოგთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის გამოცდები 2-დან 8 ნოებრის ჩათვლით გაიმართება. დღეს და ხვალ მასწავლებლები პროფესიულ უნარებში შემოწმდებიან.

პედაგოგთა გამოცდებთან დაკავშირებით თბილისის მერიამ ავტობუსის დროებითი მარშრუტი დანიშნა. ავტობუსები მეტროვარკეთილიდან“ 117- საჯარო სკოლამდე სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად იმოძრავებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე რეგისტრაციის პროცესს თბილისის №175- საჯარო სკოლაში გაეცნობა.

 

აქციები საქართველოსა და მსოფლიოში თურქეთის პოლოტიკის წინააღმდეგ

 

თბილისში, თურქეთის საელჩოსთან, დღეს თურქეთის პოლიტიკისა და სირიაში განხორვიელებული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად შეიკრიბებიან. ჰეშთეგით #riseup4rojava ისინი პოსტებს და აზიარებენ ახალ ამბებს როჟავაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

მომიტინგეები ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის, როჟავის მხარდასაჭერად მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეიკრიბებიან. აქციებს ქურთული სოლიდარობის ქსელები ფეისბუქ-გვერდების საშუალებით იგეგმება.

 

მასშტაბური სტუდენტური შეკრება თბილისში

 

#TbilisiRC19 - Students For Liberty - სასტუმრო „ბილტმორში“ დღეს რეგიონული სტუდენტური კონფერენცია გაიმართება, რომლის მიზანია კლასიკური ლიბერალური იდეებისა და ღირებულებების გაზიარება სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. კონფერენცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მეექვსედ ტარდება და ის ასობით ახალგაზრდას აერთიანებს. 2019 წლის კონფერენცია 900-ზე მეტ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტსა და კურდამთავრებულს უმაპსპინძლებს:

"ჩვენი მიზანია რეგიონში საუკეთესო სტუდენტებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივცეთ ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღონ მეტი გამოწვევა და დაიცვან რეგიონის თავისუფალი მომავალი”.

 

გამოფენა: რესპუბლიკის მხედრები 1918-1921

 

"სამოქალაქო მოძრაობის" ორგანიზებით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დღეს გამოფენა "რესპუბლიკის მხედრები 1918-1921" მოეწყობა. გამოფენაზე ეროვნული სამხედრო მუზეუმის შექმნის აუცილებლობის იდეაზე ისაუბრებენ.

 

უშგულელი მხატვრის პირველი გამოფენა

 

ქარვასლაში უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გამოფენა გაიმართება. ეს მხატვრისთვის პირველი გამოფენა იქნება, რომელიც ეროვნული მუზეუმის ინიციატივაა.

ფრიდონ ნიჟარაძე უშგულში ცხოვრობს. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

თავად მხატვარი ამბობს, რომ მისი შთაგონების წყარო ბუნება, სამყარო და ადამიანია. ხელოვანი მუშაობს ხეზეც და არის არაერთი ლექსის ავტორი.

გამოფენა „ქარვასლაში“ 2 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიხსნება და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

რაგბის მსოფლიო თასის ფინალური მატჩი

 

იოკოჰამის საერთაშორისო სტადიონზე რაგბის მსოფლიო თასის ფინალურ მატჩში ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებები თბილისის დროით 13:00 საათზე დაუპირისპირდებიან. ინგლისელებმა 26 ოქტომბერს ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ახალი ზელანდიის ნაკრები ანგარიშით 19-7 დაამარცხა. მსოფლიო თასის მეორე ფინალისტმა სამხრეთ აფრიკამ კი ნახევარფინალში დაძაბულ შეხვედრაში უელსის ნაკრებს აჯობა, ანგარიშით - 16-19.

რაგბის მსოფლიო თასის მესამეადგილოსნის გამოსარკვევად ახალი ზელანდიისა და უელსის ნაკრებები გუშინ შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩიოლ ბლექსისგამარჯვებით 40-17 დასრულდა.

სამხრეთ აფრიკა რაგბის მსოფლიო თასის ფინალში მესამედ ითამაშებს და ახალი ზელანდიის რეკორდის გამეორებას შეეცდება. ინგლისის ნაკრებს მსოფლიო თასი მხოლოდ ერთხელ,2003 წელს აქვს მოგებული.


close დახურვა