შეწყდეს „შმაქსებზე" ნადირობა - „შმაქსისტების" მორიგი აქცია
„შმაქსისტები“ მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ და "შმაქსის" წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, რის შემდეგაც ავტომობილების კოლონით ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ.
აქციის მოთხოვნები უცვლელი რჩება: შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა; გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს ადამიანებს, როგორც შმაქსისტებს, ასევე, ტაქსისტებს; გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა.
Ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი
Საქართველოს პარლამენტში, დეპუტატ ბექა ნაცლიშვილის ბრიფინგი გაიმართება, მინიმალური ხელფასის შესახებ კანონის დარეგისტრირების თაობაზე.
Კანონპროექტის მიზანია, საქართველოში კანონით დადგინდეს მინიმალური ანაზღაურების ის ოდენობა, რომელიც იქნება გარანტი დასაქმებული პირის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებისა, ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით.
კანონის ავტორია პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი. კანონის შემუშავებაში, აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს მშრომელთა გაერთიანებებმაც.
Პრესკონფერენცია ინფლაციასა და წყალტუბოს პრივატიზაციის საკითხზე
მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საფინანსო საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება. Თემა შეეხება, საქსტატის ბოლო ინფორმაციასა და ინფლაციის მაჩვენებელს. Ასევე, წყალტუბოს რესურსების პრივატიზაციის საკითხს.
Სასულიერო პირების პრესკონფერენცია
6 ნოემბერს, „კვირას“ პრესკლუბში სასულიერო პირები განცხადებას გააკეთებენ. ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასა და კინოთეატრებთან დაგეგმილი აქციების შესახებ. Თემა Ასევე შეეხება საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული პროცესებს.
Აქცია პროკურატურასთან
გენერალურ პროკურატურასთან მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით აქცია გაიმართება.
Გორის მაჟორიტარისა და მერის წინააღმდეგ ანტიკორუფციული სარჩელი
არასამთავრობო ორგანიზაცია „საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრი“ გორის მაჟორიტარის, პარლამენტის წევრის იოსებ მაკრახიძის და გორის მერ კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ ანტიკორუფცილ სააგენტოში საჩივარს შეიტანს, საქმე გორში ჩატარებული ტენდერებს შეეხება.
„რაიანეარი“ რეისების შესრულებას იწყებს
ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაიანეარი“ (Ryanair) თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება.
ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.
11 მარშრუტზე 30 ახალი ავტობუსი დაემატება
მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისში ISUZU-ს და MAN-ის მარკის 30 ავტობუსი შემოვიდა, რომლებიც თერთმეტ მარშრუტზე გავლენ. ახალი ავტობუსები 6 ნოემბერს N5, N90, N106, N112 მარშრუტებზე გავლენ, ხოლო 8 ნოემბერს - N1, N31, N124 მარშრუტებზე. რამდენიმე დღეში კი ახალი ავტობუსები იმოძრავებენ N19, N57, N80 და N122 მარშრუტებზე.