logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 07.02.2020

07 თებ 202010:10
3 წუთის საკითხავი
 
qb0zfe4e3kbvzi5.jpg

დღეს გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატიდან ერთს შეარჩევენ 

დღეს, საპროკურორო საბჭო კენჭისყრით, გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატიდან ერთს შეარჩევს, შერჩეულ კანდიდატს კი დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

6 თებერვალს საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია. მათ შორისაა ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე; ასევე -- სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია.

 

ჩინეთის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

„ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს B ტიპის ვირუსი დაუდგინდა,“ - ამის შესახებ განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აკეთებს. მისი განცხადებით, მამაკაცი რამდენიმე საათის წინ ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს. ლუგარის ცენტრის გამოკვლევების მიხედვით კი მას B ტიპის ვირუსი დაუდგინდა.

„ლუგარის ცენტრიდან გვაცნობეს, რომ ორივე პაციენტზე რომელიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში რჩება - ახალგაზრდა 30 წლამდე ჩინეთის მოქალაქეზეც და ქართველ ახალგაზრდა ქალზეც ზემოსასუნთქი გზებიდან აღებული მასალის ახალ კორონავირუსზე გამოკვლევით პასუხი არის სარწმუნოდ უარყოფითი. არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსით ინფექცია არ აღენიშნება და ოფიციალურად, ჩინელ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა B გრიპი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციურ საავადყოფოში ორი პაციენტი გუშინ შეიყვანეს. ჩინეთის მოქალაქის შემთხვევაში, რომელიც ქვეყანაში ჩინეთიდან ჩამოვიდა ვირუსის ნიშნები უფიქსირდებოდა.

ახალი ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 636-ს მიაღწია. ბოლო ერთი დღის მანძილზე ვირუსით დაინფიცირების 3,143 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

 

ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა სტაბილურია 

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი გუშინ, უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. Როგორც, ელეკომპანია „პირველის“ მფლობელმა ვატო წერეთელმა განაცხადა, ხელისუფლებას კრიტიკული მედია საარჩევნო წელს არ სურს და მის ოჯახს სიცოცხლით ევაჭრებიან.

კლინიკა “ჰელსიკორის” გენერალური დირექტორის რუსუდან ლაგვილავას განცხადებით, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს პირველადი ანალიზები ჩაუტარდა და დადგინდა, რომ გულზე გარკვეული ცვლილებები აქვს და მასზე დაკვირვება მიმდინარეობს.

 

ახალი ავტობუსები თბილისში

თბილისის მერი კახა კალაძე ახალი ავტობუსების მორიგ ნაკადს წარადგენს.

კალაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზაზე ახალი ავტობუსების ნაკადის წარდგენას 4 თებერვალს გეგმავდა, თუმცა ბაღდათის ტრაგედიის გამო ღონისძიება გადადო.

 

ეუთო/ODIHR-ის დასკვნა და პარტიების განსხვავებული შეფასებები

“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე, ეუთო/ODIHR-ის დასკვნისა და პარტიების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

 

დისკუსია ჯანდაცის სამინისტროში დაგეგმილ ცვლილებებზე 

​საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების საჯარო დისკუსია გაიმართება.

ღია სხდომაზე, პირველადი ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებებზე იმსჯელებენ. Ასევე,  520-ე დადგენილების შედეგების და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების საკითხების ანალიზს გააკეთებენ. 

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვევა 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შალამბერიძე ხერსონის ოლქში ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე იმერეთისა და ხერსონის დამეგობრების საკითხს განიხილავს. 

უწყების ცნობით, საუბარი შეეხება ინვესტირების საკითხს, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, 3-4 მაისს ქუთაისში დაგეგმილ საერთაშორისო ბიზნესფორუმსს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში ზვიად შალამბერიძე ოდესის ოლქის გუბერნატორს შეხვდება და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. ამასთან, დაგეგმილია ზვიად შალამბერიძის შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის უკრაინაში ვიზიტი 12 თებერვალს დასრულდება“.

 

ჟენევაში მსოფლიოს მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის საკითხზე იმსჯელებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 11 და 12 თებერვალს გლობალური ფორუმის გამართვას გეგმავს, რომელიც კორონავირუსის შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის საკითხს მიეძღვნება. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ჩვენ ამ დრომდე ბევრი არაფერი ვიცით. აჩრდილებს ვებრძვით. უნდა გამოვიყვანოთ ვირუსი დღის სინათლეზე, რათა მასზე სწორი შეტევა განვახორციელოთ. ამიტომ 11 და 12 თებერვალს გლობალურ ფორუმს გავმართავთ პრიორიტეტების განსასაზღვრად კვლევებისა და საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაციაში. ეს იქნება მეცნიერების შეხვედრა მთელი მსოფლიოდან, როგორც რეალურად, ისე ვირტუალურად. შეხვედრის მიზანია - დაჩქარდეს დიაგნოსტიკის ეფექტური ტესტების, ვაქცინებისა და წამლების გამომუშავება კორონავირუსის წინააღმდეგ“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა