ამერიკა VS ირანი - რა პროგნოზებს აკეთებენ ქართველი ექსპერტები
11:30 საათზე, ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს და ამერიკა-ირანი-ისრაელის ურთიერთობებზე ისაუბრებს.
12:00 საათზე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე კი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს. არეშიძე ამერიკა-ირანს შორის საომარ მოქმედებებზე ისაუბრებს და განიხილავს საქართველოსა და ლტოლვილების საკითხს.
Აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 8 იანვარს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა აშშ-სა და ირანს შორის არსებულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ აშშ-ის ირანთან ომი არ სურს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ირანი გააგრძელებს სამხედრო აგრესიას, ის წაგებული დარჩება: „ამერიკამ ბოლო წლებში მიაღწია ენერგოდამოუკიდებლობას, რაც ბევრს წარმოუდგენელი მიაჩნდა. ასევე, 2,5 ტრილიონი დაიხარჯა ჩვენი შეიარაღების გაძლიერებაზე. ჩვენ არ გვინდა ამ შეიარაღების, სამხედრო და ეკონომიკური ძალების გამოყენება”, - აღნიშნა ტრამპმა.
7 იანვარს, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ, ირანმა ერაყში განლაგებულ აშშ სამხედრო ძალებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. კიდევ ერთი შეტევა განხორციელდა 9 იანვარსაც ბაღდადში, მწვანე ზონაში, სადაც სამთავრობო შენობები და დიპლომატიური მისიები არიან განთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ორი რაკეტა ჩამოვარდა, ერთ-ერთი კი, აშშ-ის საელჩოსთან 100 მეტრის მანძილზე დაეცა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
პრესკონფერენცია/მთავრობის სხდომა/ბრიფინგი
10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ლევან ბეჟაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
Სასამართლო პროცესები
თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
ცნობიერების ამაღლების მიზნით აქცია გაიმართება
13:00 საათზე, დაბა ბაკურიანში ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ტექნიკური ინსპექტირების ქსელი „გრინვეი“, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აქციას გამართავს.