ახალი დეტალები უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ
უკრაინული თვითმფრინავი, რომელმაც 8 იანვარს, აფრენიდან რამდენიმე წუთში, თეირანის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა, ირანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია პენტაგონში, ასევე ამერიკისა და ერაყის დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებულ წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადარებმა ორი რაკეტის გაშვების შედეგად დატოვებული ინფრაწითელი კვალი დააფიქსირეს, რასაც აფეთქება მოჰყვა. გამოცემა newsweek-ს პენტაგონის წარმომადგენლებისა და დაზვერვის მაღალჩინოსნების ინფორმაციით წერს, რომ უკრაინული ბოინგი 737-800 რუსული წარმოების რაკეტის მიერ არის ჩამოგდებული.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმ კი, 9 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში გამოთქვა ეჭვი, რომ „ვიღაცამ შესაძლოა შეცდომა დაუშვა“. აქამდე უკრაინული მხარე აცხადებდა, რომ განიხილავს მისი თვითმფრინავის რაკეტის მიერ ჩამოგდების შესაძლებლობას, თუმცა ოფიციალურმა თეირანმა აღნიშნული ვარაუდი უარყო.
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდოც გამოეხმაურა ამ ამბავს და აღნიშნა, რომ კანადის მთავრობას აქვს მრავალი წყაროდან დაზვერვის მონაცემები და მტკიცებულებები მიანიშნებს რომ თვითმფრინავი ირანულმა მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტამ ჩამოაგდო.
უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა, რა დროსაც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა.
ანაკლიიის კონსორციუმის პოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ კონსორციუმი კიდევ ერთხელ ეცდება, მშვიდობიანი გზით მოაგვაროს დავა სახელმწიფოსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო საარბიტრაჟოს მიმართავს.
მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს - განცხადება ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად ცქიტიშვილმა კონსორციუმის მიერ არებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.
ვაკანსია საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე
საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია 10 იანვარს გამოცხადდება. ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე კი, პოსტს 16 იანვრიდან დატოვებს.
ლევან სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება, გასული წლის დეკემბერში მიიღო. მისი სურვილი სამეთვალყურეო საბჭომ დააკმაყოფილა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დირექტორს თანამდებობაზე 5 წლის ვადით ნიშნავს.
პრესკონფერენციები და განცხადებები
-
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზეთში დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს.
-
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსკა თევზაძე პრესკონფერენციას სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართავენ და მოქალაქეებს მიმართავენ.
-
საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ქურციკიძე ისაუბრებს ემუქრება, თუ არა საფრთხე პროექტის განხორციელებას.
-
მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია განცხადებას გააკეთებს.
თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა
2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის შედეგად, თემირლან მაჩალიკაშვილი თავის საძინებელში დაჭრეს, 2018 წლის 10 იანვარს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის შესაძლო მოსპობის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. სასამართლო იმსჯელებს და დაადგენს სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებასა და არაპროპორციული ძალის გამოყენებას. მაჩალიკაშვილების ოჯახი სახელმწიფოს სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებაში წარმართვას ედავება, მიუხედავად იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკრძალვიდან ორი წელი გავიდა საქმეზე ამ დრომდე არ დამდგარა არც ერთი პირის პასუხისმგებლობა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფოსა და მაჩალიკაშვილებს შორის მეგობრული მორიგების ვადა ამოიწურა. ევროპულ საქართველოში მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი დაიცავს.
ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლი ბრიფინგს გამართავს
ბრიუსელის დროით 15.00 საათზე, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში, ბრაიან ჰუკი გამართავს სატელეფონო ბრიფინგს, სადაც ისაუბრებს ამერიკასა და ირანს შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
Ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობები უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში, საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი. Ტრამპმა სპეცოპერაციის წარმატების ნიშნად „ტვიტერზე“ ამერიკის დროშა გამოაქვეყნა. Ირანმა საპასუხოდ, რაყში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შემდეგაც, ირანის რელიგიურ ლიდერ აიათოლა ალი ხამენეისთან დაახლოებულმა პირმა საიდ ჯალილიმ ირანის მიერ ერაყში ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ირანის დროშის ფოტო გამოაქვეყნა.
Დონალდ ტრამპმა ირანის მიერ განხორციელებული იერიშის შემდეგ, საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, აშშ ირანულ რეჟიმს დამატებით სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. ტრამპის თქმით, სანქიცები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ირანი ქცევას არ შეცვლის.
ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო შემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 10 იანვარს, იტალიის ქალაქ ბენევენტოში, რუმინეთთან შეხვედრას გამართავს, 11 იანვარს იტალიის ნაკრებთან, ხოლო 12 იანვარს კოსოვოსთან.
ჯგუფის გამარჯვებული პლეიოფში გავა, რომელიც საბოლოოდ დაადგენს 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს ევროპიდან.