logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 10.04.2020

10 აპრ 202009:45
3 წუთის საკითხავი
 
cl6se8yp9w5nubr.png

ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 10 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.


COVID-19  საქართველოში

230 ინფიცირებული, მათგან 54 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

via GIPHY

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კორონავირუსისგან 2 პაციენტი განიკურნა და ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ. მათ შორის ერთ-ერთი 62 წლის მარნეულელი ქალბატონია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკული იყო.

 

სპეცრეისი ლარნაკადან

ლარნაკადან საქართველოს 180 მოქალაქე დღეს დაბრუნდება. ჩარტერული რეისი თბილისში 14:30 წუთზე დაეშვება. როგორც ერთ-ერთი ემიგრანტი ფორმულა ნიუსთან საუბრისას ამბობს, ეპიდემიის დროს ქვეყნიდან შორს ყოფნა უფრო მეტად რთულდება, რადგან ემიგრანტების დიდი ნაწილი სამსახური გარეშე რჩება და ქვეყანაში დაბრუნების ფინანსური საშუალებაც აღარ აქვთ. მისივე თქმით, ქვეყანაში ემიგრანტების დასაბრუნებლად ერთი რეისი საკმარისი არ არის, რადგან ქალაქში მცხოვრებ 180 ქართველზე ბევრად მეტს აქვს საქართველოში დაბრუნების სურვილი. დღეს დაბრუნებულ ემიგრანტებს ჩამოსვლისთანავე საკარანტინე სივრცეში მოათავსებენ. 

via GIPHY

სპეცრეისები სხვა ქალაქებიდან:

  • 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი

  • 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი

  • 16 აპრილი – პარიზი-თბილისი

  • 18 აპრილი – თელავივი-თბილისი

  • 21 აპრილი – რომი-თბილისი

  • 24 აპრილი – ბარსელონა-თბილისი

  • 27 აპრილი – ვარშავა-თბილისი

 

10 დღე აღდომამდე

აღდგომის დღესასწაულამდე ათი დღე რჩება, საპატრიარქო კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. კვლავ უცნობია, რა ფორმით ჩატარდება ლიტურგია, ვინაიდან ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. შს მინისტრი ეკლესიასთან მოლაპარაკების იმედად რჩება და ვერ აკონკრეტებს რა ზომებს მიმართავს სახელმწიფო თუ სასულიერო პირები და მრევლი კომენდანტის საათით გათვალისწინებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა სააღდგომო დღესასწაულს და აღნიშნა, რომ წელს ეკლესიაში ვერ მივა. მისი თქმით, ქვეყანაში ახლა წინა წლებისგან განსხვავებული ვითარებაა და არ შეიძლება პრეზიდენტმა დაარღვიოს ის, რაც კანონი და წესია. 


COVID-19 მსოფლიოში

მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ იზრდება. ბოლო მონაცემებით, ახალ კორონავირუსს უკვე 95 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ კი 1 600 000-ს გადააჭარბა. მზარდია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის 355 000-ზე მეტს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტთა 50 000-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

აშშ კვლავ პანდემიის ეპიცენტრია. სწორედ აქ დაფიქსირდა გარდაცვლილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გუშინაც. გასული დღის განმავლობაში საშიშ ვირუსს 1,900 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 16,600-ს გადააჭარბა, დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი კი უკვე 468 ათასზე მეტია. ბოლო ინფორმაციით, მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში ინფიცირებულთა რაოდენობა 156 ათასს გადაააჭარბა, რაც უფრო მეტია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. 

კვლავ რთულია ვითარება საფრანგეთში, სადაც გუშინ ინფექციამ 1 341 ადამიანი იმსხვერპლა, რითაც დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 12 210 შეადგინა. Საფრანგეთში მზარდია ინფიცირებულთა რიცხვიც, ბოლო 1 დღეში ვირუსი 5 000-მდე ადამიანს დაუდგინდა.

მძიმე ვითარებაა იტალიაში, სადად დღის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენიბა 610-ით გაიზარდა და ჯამში 18 ათასს გადააჭარბა. Აქ COVID19 ბოლო 24 საათში 4 200 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირებულთა რაოდენობამ 150 ათასს გადააჭარბა ესპაენთში.. ბოლო 24 საათში აქ 5 002 ადამაინი დაინფიცირდა, ხოლო 655 გარდაიცვალა. ჯამში ახალ კორონავირუსს აქ უკვე 15 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

კათოლიკური წითელი პარასკევი

კათოლიუკური სამყარო დღეს წითელ პარასკევს აღნიშნავს. თუმცა პანდემიის გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წელს ღვთისმსახურება ტაძრებში მრევლის გარეშე, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. პირდაპირ ეთერში გადაიცემა წირვა ვატიკანიდანაც.  პირველად 55 წლის განმავლობაში დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი რელიგიური მსვლელობა არა კოლიზეუმის კედლებთან, არამედ წმინდა პეტრეს ბაზილიკის წინ ჩაივლის. მცირერიცხოვან მსვლელობას რომის პაპი უხელმძღვანელობს. 

 


close დახურვა