logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 12.01.2020

12 იან 202010:53
3 წუთის საკითხავი
clock 610
cjwo3u8ta8162ip.jpg

როლა კლუბ ბასიანთან

ვიან ღამით, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან 1980 წელს დაბადებულმა მამაკაცმა რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიჭრა.  დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან

ოძრაობა „შეცვალე“ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან აქციას გამართავს. Მოძრაობის წევრები საერთაშორისო საზოგადოებას,  ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. 

 

ატია დეკანოიძის პრესკონფერენცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისოფისში ხატია დეკანოიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მაჩალიკაშვილის საქმის განხილვის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.  მაჩალიკაშვილების ოჯახის სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს წარედგინა, 8 იანვარს კი საქმეზე „მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ე.წ. სადავო პროცედურების განხილვა დაიწყო.

 

ეირანში ბრიტანეთის ელჩი დააკავეს

თეირანში, ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე დიდი ბრიტანეთის დესპანი რობ მაკაირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაკაირი „ანტისამთავრობო პროტესტი მონაწილეების წახალისებისთვის“ რამდენიმე საათით დააკავეს.

ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო სამინისტორც ადასტურებსმას შემდეგ, რაც ირანმა უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება აღიარა, ქვეყანაში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა ანტისამთავრობო სლოგანები გააჟღერეს და ყასემ სოლეიმანის სურათები დახიეს.

 

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს იწყებს

12 იანვარს ჰაცუ ბაშო იწყება და ტრავმის შემდეგ, ტოჩინოშინი ბაშოზე პირველად გამოვა. ირველ დღეს მისი მეტოქე მეშვიდე მაეგაშირა შოჰოზანი იქნება. რაც შეეხება ტურნირის მეორე დღეს, ტოჩინოშინის მეტოზე მეტოქე მეშვიდე მაეგაშირა, 23 წლის ონოშო იქნება. ტოჩინოშინი ნოემბერში კიუშო ბაშოს ტრავმის გამო გამოეთიშა, რის გამოც ოძეკის ტიტულის დაბრუნების შანსი დაკარგა. 

 

 

 

 


close დახურვა