მარგველაშვილი შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს
დაბრუნდება თუ არა საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ადამიანებმა რომლებიც ქართულ პოლიტიკაში იმსახურეს, ის კომფორტის ზონა უნდა დატოვონ, რასაც პოლიტიკური მოვლენების გვერდიდან ყურება ჰქვია. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ყოფილი პრეზიდენტის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას დადებითად აფასებენ. ოპოზიციური სპექტრი მზად არის სამომავლო სამოქმედო გეგმებში ჩართოს.
ტეხასელი კონგრესმენის წერილი გახარიას
უკანდახევა დემოკრატიული ფასეულობებისაგან და ამასთან დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკური კეთლდღეობის გაუარესება - ამ შინაარსის წერილით მიმართავენ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეერთებული შტატებიდან. ტეხასელი კონგრესმენი რენდი ვებერი გახარიას მიმართ მიწერილ წერილში აცხადებს, რომ უერთდება შეერთებული შტატების კონგრესის წევრების მზარდ შეშფოთებას. წერილის სრული თარგმანი იხილეთ აქ.
უგულავას დაკავებისთვის აშშ-დან მწვავე კრიტიკა გრძელდება
კიდევ ერთი თემა, რაზეც შეერთებული შტატებიდან საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა გრძელდება, გიგი უგულავას დაკავებაა. ამერიკელი დიპლომატები მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც თბილისიდან ჩასული დელეგაცია საქართველოში არსებულ დემოკრატიაზე საუბრობს, პოლიტიკური ლიდერის დაკავება მიუღებელია.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დევიდ ქრეიმერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებულ მწვავე კრიტიკას არ გაითვალისწინებს, უმჯობესი იქნება ქართული დელეგაცია დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონს საერთოდ აღარ ეწვიოს.
ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ ქარფენთერი ამბობს, რომ საარჩევნო წელიწადში პოლიტიკური ლიდერის დაკავება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს. კონგრესმენების მწვავე განცხადებებს საქართველოშიც აფასებენ. ნუგზარ წიკლაურის თქმით "ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ მწვავე კრიტიკის შეჩერებას უცხოეთიდან ტყუილი დაპირებებით შეძლებს.
ბრიტანეთის საელჩოს კრიტიკა ხელისუფლებას
საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკას ბრიტანეთის საელჩოც შეუერთა. საელჩო "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოეხმაურა. განცხადებაში ხელისუფლების მხრიდან ბევრ პასუხგაუცემელ კითხვაზეა საუბარი, რომლებიც პროცესების წარმართვასა და დროსთანაა დაკავშირებული. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი მხარეებს განსხვავებული პოზიციების დაახლოებისა და დემოკრატიის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
"ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, ყველა დიპლომატმა იცის, რომ ოპოზიციური ლიდერების დაკავებები, და ამ შემთხვევაში, გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთა, სწორედ პოლიტიკური დევნაა და ქართულ ოცნებას საერთაშორისო მეგობრებთან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
მკაცრი კრიტიკა გრძელდება ბრიუსელიდანაც
ევროპარლამენტარები გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცლებენ. ნაჩო სანჩეს ამორი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელს უწოდებს. "ქვეყანას პოლიტიკური ანგარიშსწორების გრძელი ისტორია აქვს. სამწუხაროდ, წარსული-მტკივნეული აწმყო ხდება. ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, და უგულავა ერთ-ერთი მთავარია, ის მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხის საკანში" - წერს ევროპარლამენტარი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.
ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრი რასა იუნკევიჩენე კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ევროპულ სტანდარტებს ვერ ასრულებს. მიხაილ გალერი კი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია. "მოგვდის ინფორმაცია ოპოზიციის სხვა ლიდერებთან დაკავშირებული საქმეების შესახებ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. ეს საფრთხეს უქმნის კონსენსუსს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით" - წერს გალერი.
"სასამართლო არის დამოუკიდებელი და გიგი უგულავას დაკავებამ ზიანი პირველ რიგში მმართველ გუნდს მიაყენა, თუმცა ეს არის დემოკრატია" - ასე შეაფასეს კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ ოპოზიური პარტიის ლიდერის დაკავება სტრასბურგში ფორმულასთან საუბრისას. მათივე თქმით, ისინი მზად არიან გააგრძელენონ დიალოგი ოპოზიციასთან, იმისთვის, რომ არჩევნები 100/50-ზე საარჩევნო მოდელით ჩატარდეს. "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან. პარტიის ლიდერები ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.
ოპოზიციისა და აქტივისტების გეგმები
რეგიონებში ვიზიტი, სრული დაუმორჩილებლობა, 4 აპრილს დაგეგმილი მასშტაბური აქცია და საერთო მაჟორიტარების შერჩევა, - სწორედ ამ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ გუშინდელ შეხვედრაზე ოპოზიციური ლიდერები. როგორც ოპოზიციაში უკვე აღნიშნეს, გიგი უგულავასთვის 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთით, ხელისუფლებამ ყველანაირი წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა და ისინი ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებებზე წასლას აღარ აპირებენ.
რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ სამოქმედო გეგმასთან ერთად, ოპოზიცია შეხვედრებზე იმაზეც მსჯელობს, თუ რა გეგმით მოვლენ მთავრობაში, რადგან ქართული ოცნება წარსულია, ხოლო ოპოზიციამ მომავალი უნდა განაგრძოს.
სამოქალაქო აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 4 აპრილს დაანონსებულ მასშტაბურ აქციას უერთდებიან. იქამდე სანამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართბა, აქტივისტები აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე გამართავენ.
მოძრაობა „გაბედე"-ს და „შეცვალე"-ს წევრები პერმამენტული აქციებით მმართველი გუნდის ლიდერებს დისკომფორტს შეუქმნიან.სამოქალაქო მოძრაობების განცხადებით ქვეყანაში აქტიურ ფაზაშია პოლიტიკური რეპრესიები და ოპოზიციური ლიდერების დევნა, რაც სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკურ პარტიებს ერთად ბრძოლისკენ უბიძგებს.
ანა დოლიძის ბრიფინგი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები იუსტიციის საბჭოს სკოლაში კანდიდატების მიღების შერჩევაში მონაწილეობას ვერ იღებენ. ანა დოლიძის განცხადებით, საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის ირღვევა ე.წ. მეოთხე ტალღაში აღნიშნული კანონები, რომ საბჭოს შეხვედრამდე თარიღი ერთი კვირით ადრე უნდა იყოს ცნობილი.
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი შეხვედრის შესახებ წინა ღამეს იგებდნენ, თუმცა ბოლო ორი შეხვედრის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგეს. საბჭოს არამოსამართლე წევრი თვლის, რომ გიორგი მიქაუტაძის ასეთი მიდგომა კლანს მომავალში თავად დოლიძისა და ჯანეზაშვილის მიმართ კრიტიკისთვის გამოადგება.
ანა დოლიძის ბრიფინგს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან საბჭოს სკოლაში ჩარიცხვის მსურველებთან შეხვედრებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც ესწრება. სწორედ ამიტომ, შეხვედრების თარიღი ყველასთვის ცნობილი იყო.
ახალ კორონავირუსს "კოვიდ-19" უწოდეს
ჩინეთში გავრცელებულ ახალ კორონავირუსს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციიამ ოფიციალური სახელწოდება "კოვიდ-19'' მიანიჭა. ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე ორგანზაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვირუსი კვლავ გლობალურ საფრთხეს წამორადგენს, ხოლო ვაქცინის შემუშავება 18 თვეში იქნება დასრულებული.
კორონავირუსმა უკვა 1113 ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა იმუტესობა კვლავ ჰუბეის პროვინციაზე მოდის. საშიში ვირუსით დაავადებულთა რაოდენომაბ კი 45 ათასს გადააჭარბა. სავადმყფოებიდან უკვე გამოწერეს 4 500 პაციენტი, მათ დაავადების ნიშნები აღარ ჰქონდათ.
თურქეთი VS სირია - განახლება
თურქეთის არმიამ იდლიბის პროვინციაში სირიის სახელისუფლებო ძალების 51 სამხედრო მოსამსახურე გაანეიტრალა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ასევე, განადგურებულია ორი ტანკი, საზენიტო დანადგარი და სამხედრო აღჭურვილობის საწყობი. იდლიბის რეგიონში სირიის და რუსეთის ძალებისა მიერ გახშირებული ავიაიერიშებს ფონზე, ანკარა რეგიონში დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის. გავრცელებული ცნობით, დღეს რეჯეფ თაიპ ერდოღანი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში სამოქმედო გეგმას დღეს გაასაჯაროებს.