ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 12 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.
მართლმადიდებლური ეკლესია ბზობას აღნიშნავს
სამების საკათედრო ტაძარში ბზობის წირვას ილია II ესწრება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს პატრიარქი, ექიმების რჩევით, წირვა-ლოცვებს არ ესწრებოდა.
ეპიდემიოლოგებისა და დარგის სხვა სპეციალისტების რეკომენდაციების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ბზობის დღესასწაულს წირვა-ლოცვით აღნიშნავს.
სამების საკათედრო ტაძარში მსახურება 10 საათზე დაიწყო.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს თქმით, ეკლესიაში ბზა არ გაიყიდება. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ბზის მოჭრისგან. ვისაც სახლში აქვს ბზა, შეუძლია სიმბოლურად ერთი ტოტი ეჭიროს, მაგრამ არა მთელი კონა.
ბზის მოჭრაზე კონტროლი გარემოს დაცვის სამინისტრომ ერთი კვირის წინ გაამკაცრა. ახალი რეგულაციებით, მსგავსი ქმედება 500-დან 1000-მდე ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.
სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობის საფუძველზე.
COVID-19 საქართველოში
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
252 ინფიცირებული, მათგან 63 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.
ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში კარანტინი გამოცხადდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში სპეიცალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპირეკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ქობულეთის კლასტერს გუშინ ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაემატა. მათ შორის ერთი 10 წლამდე არასრულწლოვანია. ინფექციის შესაძლო შიდა გავრცელებას სწავლობენ აჭარის ერთ-ერთ კლინიკაში.
სპეცრეისი ბერლინიდან
ბერლინიდან საქართველოს მოქალაქეები დღეს დაბრუნდებიან. მგზავრთა შორის არიან ფეხმძიმე ქალები, მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები. რეისს ასევე მოჰყვება მძიმე პაციენტი, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ჰამბურგიდან, ბერლინის აეროპორტამდე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვა ყველა შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი, რათა პაციენტის მომსახურება უზრუნველყოფილი იყოს უშუალოდ ხომალდის ბორტზეც, ბერლინიდან თბილისამდე მგზავრობისას. ემიგრანტებს ჩამოსვლისთანავე საკარანტინე სივრცეში მოათავსებენ.
COVID-19 მსოფლიოში
მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ იზრდება. ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსს უკვე 108 854 ადამიანი ემსხვერპლა. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ კი 1 700 000-ს გადააჭარბა. მზარდია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის 404 000-ზე მეტია.
კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში გარდაიცვალა - 20 580. გასული დღის განმავლობაში ვირუსს 1,800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევათა რიცხვი კი უკვე 533 ათასზე მეტია.
კათოლიკური ეკლესია აღდგომას ზეიმობს. ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომის პაპმა სააღდგომო ლიტურგია მორწმუნეების გარეშე ჩაატარა. დაირღვევა სააღდგომო მიმართვის საუკუნოვანი ტრადიციაც და წელს პაპი ფრანცისკე მსოფლიოს 1.3 მილიარდ კათოლიკეს ონლაინ პირდაპირი ტრანსლაციით მიმართავს.