logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 13.01.2020

13 იან 202010:18
3 წუთის საკითხავი
 
1ou7udnzzrigefj.jpg

პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე გურიაში

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვაბზუში „კალანდა 2020“-ისადმი მიღვნილ ღონისძიებას დაესწრება. დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ასევე დაესწრება, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგა

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ხაჯიმბამ ე.წ პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ განცხადებას, 13 იანვარს ფორმალურად განიხილავს

ხაჯიმბამ გუშინ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მომიტინგეებმი მისი გადადგომის მოთხოვნით, ე.წ სამთავრობო რეზიდენციასთანაც მივიდნენ. Დე ფაქტო პრეზიდენტის  გადაწყვეტილება ე.წ სამთავრობო რეზიდენციასთან შეკრებილ ადამიანებს, სერგეი შამბამ გააცნო, რასაც მომიტინგეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვიზიტის შემდეგ, სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი. ამის შესახებ ჟურნალისტებს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ასლან ბარციცმა აცნობა.


პრესკონფერენციები

 

  • ,,ლელო საქართველოსთვის" ოფისში პარტიის ლიდერები, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ.

  • ადმიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ორგანიზაციის ოფისში, თემრილან მაჩალიკაშვილის საქმეს შეაფასებენ და საქმეში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

  • პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილიმედიაცენტრ მთავარშიპრესკონფერენციას გამართავს.

  • პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დავით ჭიჭინაძემედიაცენტრ მთავარშიპრესკონფერენციას გამართავს.

 

სასამართლო პროცესები

 

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალის გავრცელებისა და შენახვის ფაქტზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის,კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

ერაყში ამერიკულ ავიაბაზას 7 ბომბი დაეცა

ერაყში „ბალადის“ ავიაბაზას, სადაც აშშ-ის სამხედრო ძალებია განთავსებული, 7 ბომბი დაეცა, რის შედეგადაც 4 ერაყელი ჯარისკაცი დაშავდა. მსხვერპლი არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

წყაროს ინფორმაციით, ბომბები საჰაერო ბაზას დაეცა, რომელიც ბაღდადიდან 80 კილომეტრის დაშორებითაა განთავსებული. 

ჰაცუ ბაშო - დღე მე-2

ჰაცუ ბაშოს მეორე დღის ტურნირზე ტოჩინოშინის მეტოქე, დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ონოშო იქნება, რომელსაც ქართველი ფალავანი ერთადერთხელ, 2017 წლის სექტემბერში დაპირისპირებია და ჰიკიოტოშით აქვს წაგებული.

ტურნირის პირველ დღეს ტოჩინოშინმა ორთაბრძოლა მეშვიდე მეაგაშირა შოჰოზონასთან მარცხით დაასრულა.

 

დედოფალი ელისაბედი საოჯახო საბჭოს იწვევს

დედოფალი ელისაბედი საოჯახო საბჭოს იწვევს. დღეს შეხვედრაზე განხილვის თემა პრინცი ჰარის და მისი მეუღლის გადაწყვეტილება იქნება, რომლებმაც სამეფო ოჯახის პრივილეგიებზე უარი თქვეს. საბჭოზე სამეფო კარზე მათ ახალ როლს განიხილავენ. ძმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა პრინცმა უილიამმა. ის ამბობს, რომ სამეფო ოჯახს მხოლოდ ის შეუძლია, პრინც ჰარის მხარი დაუჭიროს, თუმცა წუხს იმის გამო, რომ ძმასთან აღარ აქვს ისეთი ერთიანობა, როგორც ადრე.


close დახურვა