პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს კენჭს დღეს უყრის
კიდევ ერთხელ გადაიდო პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტისთვის კენჭისყრა.
უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განმარტებით, იქამდე დღეს, პარტია „ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის ფორმატში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.
12 საათზე კი პარლამენტში, კანონპროექტის პლენარული სხდომა დაიწყება.
კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე ორი დღის წინ დაიწყო, თუმცა კენჭისყრა ორჯერ გადაიდო.
გრძელდება მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია პარლამენტთან
პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებული აქცია Გრძელდება.
„არ გაბედო ჩაგდება!” - ამ მოთხოვნით მოძრაობის წევრები პარლამენტთან 12 და 13 ნოემბერსაც იყვნენ შეკრებილები და ელოდებოდნენ პარლამენტის გადაწყვეტილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
გუშინ კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მეორეჯერ გადაიდო.
მოძრაობა „სირცხვილიას” წარმომადგენლები პერმანენტულ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. Მათი განცხადებით, ხელისუფლებას საზოგადოების მოტყუების საშუალება არ უნდა მისცენ და ყველას ახსოვს, 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ მმართველმა გუნდმა საზოგადოებას როგორ მისცა პირობა, რომ გააუქმებდნენ მაჟორიტარულ სისტემას და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.
„ლელო” პროპორციულ არჩევნებზე
საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს’’ ოფისში მამუკა ხაზარაძე, გუნდის წევრებთან ერთად, საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს, თემა შეეხება, პროპორციულ საარჩევნო სისტემას.
არასამთავრობო ორგანიზაციები პროპორციულ არჩევნებზე
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გამართავს პრესკონფერენციას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მიმდინარე საპარლამენტო განხილვების შესახებ.
მონაცემთა ფესტივალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2019 გაიხსნება.