logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 17.05.2020

17 მაი 202010:55
3 წუთის საკითხავი
 
kz7v0xpmc8r45sf.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 17 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

17 მაისი (1)

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

ამ დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართული ღონისძიებები ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გმობს ძალადობას.

2003 წელს, კანადურმა ორგანიზაცია Fondation Émergence-მა შემოიღო მსგავსი ღონისძიება — ჰომოფობიასთან ბრძოლის ეროვნული დღე, რომელიც 1-ელ ივნისს აღინიშნა. 2006 წელს მათ ეს თარიღი 17 მაისს გადაიტანეს და საერთაშორისო მოძრაობას შეუერთდნენ.

 17 მაისს მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყანა 2004 წლიდან აღნიშნავს და ეს არის დღე, როცა 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.

ევროპის და ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში ეს დღე სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება. მათ შორისაა, საქართველოც. 

წელს საქართველოში ეს დღე მეცხრედ აღინიშნება. წინა წლებისგან განსხვავებით, „თბილისი პრაიდისა“ და „თანასწორობის მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს დემონსტრაცია პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში გაიმართება და მას ემიგრანტები, რეგიონებში მცხოვრები ადამიანები და საერთაშორისო პირები დაესწრებიან, რომელთაც ონლაინ აქციაზე სიტყვით გამოსვლის საშუალებაც ექნებათ.

17 მაისი (2)

ოჯახის სიწმნიდისა და სიმტკიცის დღე

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის დღის პარალელურად დღეს საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. Ეს დღე საქართველოში წელს უკვე მეშვიდედ აღინიშნება.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ქვეყანაში სასულიერო პირები, მრევლი და საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა ლოკაციებზე იკრიბება, თუმცა, პანდემიისგან გამოწვეული სპეციალური შეზღუდვებით ქვეყანაში ყველა ტიპის შეკრება და მანიფესტაცია აკრძალულია, ამიტომ -  პატრიარქის კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისში ლგბტქი აქტივისტებისა და უფლებადამცველების მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამ დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ რამდენიმე აქტივისტს, ათასობით აგრესიული ადამიანი დაუპირისპირდა, მათ შორის ანაფორით შემოსილი პირები. ამ ყველაზე ხმაურიანი 17 მაისიდან ზუსტად 1 წლის თავზე, 2014 წელს პატიარქმა ეს დღე ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღედ დააწესა.

 

20 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამკურნალოდ წასვლას შეძლებენ

20 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები სამკურნალო მიზნებით თურქეთში წასვლას შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის საქართველოს გარდა, კიდევ 30 ქვეყნისთვის მოიხსენება.

 

გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა 

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ფლორიდის ქალაქ ჯექსონვილში გამართულ ბრძოლაში გიგა მექსიკელ მებრძოლს დაუპირისპირდა და სამივე რაუნდში აჯობა. საერთო ჯამში MMA-ში მის ანგარიშზე 10 გამარჯვება და 2 მარცხია.

 

COVID-19 საქართველოში

695 ინფიცირებული, მათგან 425 გამოჯანმრთელებული - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 360. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

via GIPHY

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. 

ზუგდიდში, კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა. ისინი ზუგდიდელი 42 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები არიან - დედა და 2 შვილი. 

ახალგაზრდა კაცს კორონავირუსი 15 მაისს დაუდასტურდა. პაციენტი მაღალი ტემპერატურითა და ორმხრივი პნევმონიით რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

 

მსოფლიოში კორონავირუსისგან 1.8 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4,7 მილიონს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, დაავადებულ პაციენტებს შორის 44 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

ამ დროისთვის ინფექციას 313 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. Covid19-ით გარდაცვლილთა, გამოჯანმრთლებულთა და ინფიცირებულა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებია. Გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მას დიდი ბრიტანეთი მოსდევს 34 446 ფატალური შედეგით, მესამე ადგილზე კი იტალიაა, სადაც 31 600-ზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა. 

 

 


close დახურვა