logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 18.10.2019

18 ოქტ 201910:09
3 წუთის საკითხავი
 
zl20u2twhrc89rg.jpg

დვალი-აქიმიძის სარჩელს ხალვაშის ადვოკატი ეხმაურება

 

17 სექტემბერს ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა პრესკონფერენცია გამართეს და სასამართლოში დავის დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. Მათი თქმით, ბრძოლის სტრატეგია ქიბარ ხალვაშის არგუმენტების მის წინააღმდეგ გამოყენება იქნებოდა და სასამართლოს მხოლოდ ორი გზა აქვს: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უარი თქვას ან რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მოთხოვნა კანონიერად მიიჩნიოს.

 

Დვალი-აქიმიძე რუსთავი 2-ის იმ 60%-იანი წილის დაყადაღებასაც ითხოვენ, რომლის დასაბრუნებლადაც დაიწყეს ბრძოლა.

 

რუსთავი 2-ის დამფუძნებლების სარჩელს გამოეხმაურა არხის მოქმედი გენერალური დირექტორი, პაატა სალია და თქვა, რომ დვალსა და აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ, რადგან სარჩელი ხანდაზმულია. Თუმცა, Დვალი-აქიმიძის ადვოკატის, კახა კოჟორიძის თქმით, კანონის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იძულების დასრულების მომენტიდან, უზენაესმა პალატამ კი თქვა, რომ ქიბარ ხალვაშის საქმეზე იძულება დასრულდა 2012 წელს და რუსთავი 2-ის დამფუძნებლებთან მიმართებაში 2012 წელს დასრულდა. Კოჟორიძის განმარტებით, აქიმიძემ და დვალმა შემდეგ მიმართეს პროკურატურას, რაც საკმარისია, რომ ხანდაზმულობა შეწყდეს.

 

 

 

თელასი შესაძლოა გაიყიდოს

 

ფორმულას ინფორმაციით, თელასის შესყიდვით გავლენიანი ბიზნესმენები ხვიჩა მაქაცარია და ვანო ჩხარტიშვილი დაინტერესდნენ.

Მაქაცარია ფორმულას კითხვებს არ პასუხობს, თუმცა არც უარყოფს თელასის შეძენაზე ინტერესებს. ფორმულას ინფორმაციით, ბიზნესმენი მოლაპარაკებებს ერთდროულად ქართულ და რუსულ მხარეებთან აწარმოებს. რამდენიმე დღის წინ მაქაცარია ბაქოში იმყოფებოდა, სადაც ამ თემაზე შეხვედრები გამართა.

ინფორმაციას თელასის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ჯერ არც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ფლობენ. სააქციო საზოგადოება თელასი 75 პროცენტიან წილს რუსული სახელმწიფო კომპანია ინტერ-რაოს შვილობილი კომპანია ფლობს, 25 პროცენტს კი საპარტნიორო ფონდი.

თელასის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ჩიქოვანი ფორმულასთან ამბობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 25% არ იყიდება, თუმცა ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ თელასით ხვიჩა მაქაცარია იყოს დაინტერესებული.


 

დემონსტრაციები კატალონიაში

დღეს ბარსელონაში მორიგი მასშტაბური აქციაა დაგეგმილი, რისთვისაც მეოთხე დღეა დამოუკიდებლობის მომხრე ათასობით დემონსტრანტი ქალაქის მიმართულებით კატალონიის 5 ქალაქიდან ფეხით მიემართება.

 

დემონსტრანტები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც,  კატალონიელი ლიდერების 9-დან 13 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.  განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები არ წყდება.

 

კატალონიაში დაძაბული მდგომარეობის გამო შესაძლოა ელ-კლასიკო გადაიდოს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბარსელონასა და რეალის ხელმძღვანელებს სთხოვა მატჩის მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე ჩატარება, თუმცა ამაზე ორივე კლუბმა უარი განაცხადა.


 

 

აშშ საქართველოს პარკების შესანარჩუნებლად  $1.6-მილიონს დახარჯავს

 

ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა. Განცხადებაში წერია, რომ საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

“ქვეყნის თვალწარმტაცი ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან იწყებს $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა,” - წერს აშშ-ს საელჩო.

 

ფორმულა ეცდება გაარკვიოს, კონკრეტულად, რას მოიცავს აღნიშნული 5-წლიანი პროგრამა და რას ითვალისწინებს პარკების განვითარება.

 

აშშ და თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხმდნენ

 

აშშ და თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს პრეზიდენტი "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

ტრამპი მადლობას უხდის ერდოღანს და წერს, რომ სირიაში ოპერაციის შეწყვეტით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდება.

“სიამაყით გატყობინებთ, პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი მმართველობის წყალობით და პრეზიდენტ ერდოღანთან და თურქეთთან აშშ-ის მტკიცე ურთიერთობის დამსახურებით, აშშ-ი და თურქეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თურქული მხარე დააპაუზებს ოპერაციას, რათა ქურთების სახალხო შენაერთები უსაფრთხო ზონიდან გავიდნენ მომდევნო 120 საათის განმავლობაში. ხოლო ოპერაცია სრულად შეწყდება მას შემდეგ, რაც აღნიშნული ძალები გავლენ“ – განაცხადა მაიკ პენსმა.

პენსმა ასევე აღნიშნა, რომ  დონალდ ტრამპი მზად არის, უკან გაიწვიოს ანკარისთვის დაწესებული სანქციები, როგორც კი სირიაში ცეცხლი შეწყდება.


 

Რუსი ჰაკერის მხარდამჭერი აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

11:30 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი და სხვა უფლებადამცველები თეა წულუკიანის წინააღმდეგ აქციას გამართავენ.

სუმბაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2018 წლის 5 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით თბილისში დააკავეს. Მოგვიანებით გაირკვა, რომ 28 წლის სუმბაევი კიბერთაღლითობის არაერთი ფაქტისა და ჰაკერების დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით, რუსეთის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ სუმბაევის მიმართ ექსტრადიციის განხორციელებისათვის დაცულია, როგორც საერთაშორისო, ისე სამართლებრივი დახმარების შესახებ კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა, ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლების, პირის იდენტიფიკაციის, ორმაგი დანაშაულის პრინციპის, დანაშაულის ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის სტატუსის შესახებ.კიბერთაღლითობისა და დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობის გარდა, სუმბაევს რუსეთში გახმაურებულ მკვლელობასაც უკავშირებენ.


 

6 ახალი პროკურორი საპროკურორო საბჭოში

დღეს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გაიმართება, სადაც საპროკურორო საბჭოს 6 პროკურორ წევრს აირჩევენ.

 

საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია. საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორ წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევს პროკურორთა კონფერენცია. მათგან მინიმუმ ერთი მეოთხედი განსხვავებულ სქესის იყო იყოს. Რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადას, ის 4 წლით განისაზღვრება.

 

4-წლიანი უფლებამოსილების ვადა 6 პროკურორ წევრს 20-21 ოქტომბერს ეწურება. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი, ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არაანაზღაურებადია.


 

რუსეთის ეკლესია საბერძნეთის რამდენიმე იერარქიასთან ურთიერთობას წყვეტს 

 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთის ეკლესიის იმ იერარქებთან გაწყვეტს ურთიერთობას, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

 

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში გარკვეული საფრთხის წინაშე დადგება.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო პოზიციის დაფიქსირებისგან დღემდე თავს იკავებს.



close დახურვა