logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 19.11.2019

19 ნოე 201910:42
3 წუთის საკითხავი
 
j7wxmfr7mam7b4a.jpg

აქციის პარლამენტთან დღესაც განახლდება

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები აქციას 19:00 საათზე გააახლებენ.

გუშინ, საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოყენებით შეაჩერეს.

აქციაზე, სპეცრაზმსა და აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ოცამდე ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციები 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგდ, რაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა თავისი დაპირების შესურულებაზე 2020 წკის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.


IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ პირველი კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეზე გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას. 23% ამბობს, რომ პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრს ეკისრება.

ვლევის თანახმად, მოსახლეობა ყველაზე მეტად ჯარს ენდობა - 86%. შემდეგ მოდის ეკლესია, რომელსაც კვლავ ნდობის მაღალი მანდატი გააჩნია მოსასხლეობაში - 84%. აღსანიშნავია, რომ ეს რეიტინგი საეკლესიო სკანდალამდე არის ჩატარებული. მედიას 72%, ხოლო პოლიციას 59% ენდობა.

 

„მრეწველების" განცხადება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე განცხადებას გააკეთებს. Ნოზაძე მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე ისაუბრენს და საზოგადოებას მისი გუნდის გადაწყვეტილებას გააცნობს, დატოვებს თუ არა „მრეწველები" მმართველ გუნდს.

უმრავლესობაში, ამ დროისთვის 95 დეპუტატია დარჩენილი.


თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ვაჟა გაფრნდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავენ. ქართველი ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერ დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. გუშინ, ვაჟა გაფრინდაშვილი წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს.


პროპაგანდისტული ნარატივები „ფეისბუკზე"

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც 2018 წელს სარეზეიდენტო არჩენვების პერიოდში სოციალურ ქსელში პროპაგანდისტულ ნარატივებს შეეხება.

 


close დახურვა