საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ლუგარის ცენტრიდან 19-დან 8 პაციენტის პასუხი გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია, მათ არც a და არც b ტიპის ვირუსი არ აქვთ, შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ.
რაც შეეხება დანარჩენ 8 პაციენტს, მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს დილითვე ჩაუტარებს და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი. ყველა პაციენტი საქართველის მოქალაქეა და შემხებლობაში იყვნენ ირანთან და იტალიასთან. რესპუბლიკური საავადმყოფო 2 დღეა საკარანტინო პირობებში მუშაობს. ვირუსით ინფიცირებული რაოდენობების შესაძლო მატების გამო, თბილისის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექციის განკარგულება გასცა. დაავადებათა ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ახალ რეკომენდაციას აძლევს და მოქალაქეებს ევროპის მიმართულებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს, ვინაიდან ახალი ვირუსის გავრცელების არეალი ევროპის მასშტაბით იზრდება.
რესპუბლიკური საავადმყოფო 2 დღეა საკარანტინო პირობებში მუშაობს
ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 16 პაციენტი იმყოფება და კიდევ ორის მიყვანას ელოდებიან.
კლინიკა ორი დღეა, საკანარტინო ზონად გამოცხადდა და მას სულ, 88 პაციენტის მიღება შეუძლია.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსის შემთხვევებია დაფიქსირებული.
კორონავირუსის გამო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არდადეგები დაიწყო
კორონავირუსის გამო საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, დღეს იწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.
პროფილაქტიკის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
რამდენიმე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი გადაიდო
საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტმა კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში სასწავლო პროცესი შეაჩერა.
სწავლა შეჩერდა: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში.
სასწავლო დაწესებულებებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს, სადაც ისინი განმარტავენ, რომ სწავლის გადადება კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებს უკავშირდება.
ბაქოში კორონავირუსზე ეჭვის საფუძველზე ექიმები ირანის ხუთ მოქალაქეს აკვირდებიან
„სპუტნიკ-აზერბაიჯანის” ინფორმაციით, ბაქოში, კორონავირუსზე ეჭვის საფუძველზე, ირანის ხუთი მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. აზერბაიჯანის სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების სამმართველოების გაერთიანებაში სააგენტოსთან საუბარში დააზუსტეს, რომ ირანის აღნიშნული მოქალაქეები ბაქოს ნომერ პირველ კლინიკური ცენტრში არიან მოთავსებული.
ცნობილია, რომ აზერბაიჯანში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ერთ-ერთი დაინფიცირებული რუსეთის მოქალაქეა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 85 ათასს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 053, გამოჯანმრთელებულთა კი - 45 130-ია. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა ირანშია დაფიქსირებული, სადაც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 54, დაინფიცირებულთა კი - 978-ია. ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია დადასტურებული. ქვეყანაში ბოლო დღის განმავლობაში ვირუსის 476 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 212-ს მიაღწია. ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაშია დადასტურებული, სადაც ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 34, დაინფიცირებულთა კი -1 694-ია. რაც შეეხება ვირუსის გავრცელების ეპიცენტრს, ჩინეთს, იქ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ვირუსით კიდევ 42 ადამიანი დაიღუპა და 202 დაინფიცირდა. საერთო ჯამში კი ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 912, დაინფიცირებულთა რიცხვი კი - 80 000-ია.
ბორჯომში დაკავებული მაღალჩინოსნების ახლობლები აქციებს აანონსებენ
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულების ახლობლები და მეზობლები მხარდამჭერ აქციებს აანონსებენ და აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიის არ სჯერათ. სუს-მა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები 28 თებერვალს, ღამით დააკა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მერს ლევან ლიპარტიას და საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გოგიჩაიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობაში დარჩა ასევე მესამე პირიც, ბიზნესმენი გიორგი ულუმბელაშვილი, რომელიც საქმეში ფიგურირებს. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. თურქმა სამხედროებმა იდლიბში ასადის არმიის კუთვნილი ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სირიაში 2 მარტს თურქმა სამხედროებმა იდლიბში ასადის არმიის კუთვნილი ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თურქეთის არმიამ იერიში ალეპოში მდებარე სამხედრო აეროდრომზეც მიიტანა. ასაფრენი ბილიკები, რომლებსაც ასადის არმია იყენებდა, დაზიანებულია. მდგომარეობის დასარეგულირებლად სამმხრივი შეხვედრის ორგანიზების ინიციატივით გამოდის ირანი. ქვეყნის პრეზიდენტმა ინიციატივა თურქ კოლეგას გააცნო. ჰასან როუჰანის თქმით, პრობლემაზე ირანმა, თურქეთმა და სირიამ უნდა ისაუბრონ. შეხვედრაზე არ მიუწვევიათ რუსეთი. სირიის სახელმწიფო მედია გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ იდლიბის რეგიონში სირიის სამთავრობო არმიამ თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
განცხადებები/პრესკონფერენციები/მთავრობა
- რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე პრესკონფერენციას გამართავს და ისაუბრებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე.
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე ბრიფინგს გამართავს.
- ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია განცხადებას გააკეთებს და ისაუბრებს, თუ რა გავლენა ექნება კორონავირუსის საკითხს საქართველოს ეკონომიკაზე.
- იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე კორონავირუსთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
- ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.
- პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა.
- საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს და ისაუბრებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ეკონომიკურ საკითხებზე.
- პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
- „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულ მინდია ლავასოღლის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
- პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
- პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
- პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
- პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.