logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 21.01.2020

21 იან 202009:58
3 წუთის საკითხავი
 
j06p3h0vi5xyifo.jpg

 

არლამენტში ომბუდსმენს და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სახალხო დამცველს და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. ნინო ლომჯარია დეპუტატებს N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს წარუდგენს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორის ბრალდებებს და იმ საკითხებს," რაზეც ომბუდსმენი აპელირებს", პასუხი გაეცეს.

 

"მოსმენა მოითხოვა სახალხო დამცველმა და ასევე, პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა. ჩვენ ორივე მათგანის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ “ - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

ახტანგ რობაქიძე ექსპერტიზის ბიუროში მივა

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივა.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული პირის ვახტანგ რობაქიძის მიმართ სამართალდამცავების მიერ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

რამდენიმე დღის წინ, ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

ანცხადებები და ბრიფინგები:

 

·         ევროპული საქართველოსპარტიის ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილი, ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.

·         საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე, კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილისა და კომპანიაფრონტერასსაქართველოში საქმიანობის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

·         ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსისსაქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი, კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

·         ანა დოლიძე დააზარტული თამაშების წინააღმდეგკამპანიის წარმომადგენლები სახელმწიფო კანცელარიასთან ბრიფინგს გამართავენ.

·         რაგბის კლუბლოკომოტივისპრეზიდენტი, რაგბის კავშირში არსებული რეალობის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

 

ეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებთან

საქართველოს პარლამენტში თინა ბოკუჩავა, ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. ზურაბ ბუდაღაშვილი და ბესიკ თამლიანი, 20 ივნისის აქციის დროს, სამართალდამცავებმა დააკავეს.

 

ასამართლო თემები:

·         თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე სავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

·         თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

·         თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ლეიბორისტული პარტიისერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტშივლი, ადვოკატებთან ერთად მის პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარს პერფორმანსის ფონზე შეიტანს.

 

ერაყში საპროტესტო აქციები განახლდა, დაღუპულია ექვსი ადამიანი

ერაყში, ბაღდადსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში განახლებული ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა. დაღუპულია აქციის 4 მონაწილე და 2 პოლიციელი, რამდენიმე ადამიანი კი - დაჭრილია.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრემიერ მინისტრმა ადელ აბდულ მაჰდიმ დანაპირები არ შეასრულა და ერაყელებისთვის მისაღები ახალი მთავრობა არ წარადგინა.

შეგახსენებთ, მასობრივი ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციები ერაყში 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო. აქციებს დღემდე 450 -ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

 


close დახურვა