logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 21.11.2019

21 ნოე 201910:27
3 წუთის საკითხავი
 
k7mfx42dmln382w.jpg

 

აქცია კანცელარიასთან

ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები, კანცელარიის სამანქანო შესასვლელთან აქციას გამართავენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები კანცელარიასთან აქციის „მაინც დაგაბოქლომებთ„ ფარგლებში შეიკრიბებიან. გუშინ, ოპოზიციამ რამდენიმე სამთავრობო უწყების ჭიშკარს და ღობეს ბოქლომი დაადო.

საპროტესტო კამპანიის ფარგლებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შენობებთან მივლენ და ბოქლომს დაადებენ.

პარლამენტის უარის გამო, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების მიერ იმავე დღეს დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 17 ნოემბერს პარლამენტის შესასვლელები დაბლოკეს და ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

 

18 ნოემბერს დაკავებულების სასამართლო პროცესი

18 ნომებერს დაკავებული 40-მდე პირიდან , სასამართლომ 10 მათგანს ადმინისტრიციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს 1000 ლარიან ჯარიმა დაუწესა, კიდევ ერთ პირს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

მათ შორის, ბექა ბასილაიას 13 დღიანი, ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღიანი, ზუკა ბერძენიშვილს 7 დღიანი, ლუკა ჭიჭინაძესა და გიორგი ბუნტურს 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

დღეს საქალაქო სასამართლოში კიდევ 6 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. დანარჩენი 25 პირის სასამართლო პროცესი, ისევ გადაიდო.

 

უსუფაშვილის განცხადება

 „შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი განცხადებას გააკეთებს. უსუფაშვილი დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, 26 ნოემბერს დაგეგმილ პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით -არის, თუ არა თანხმობა ოპოზიციურ ერთობაში? რა სტრატეგია ექნება დავით უსუფაშვილს.

ასევე ისაუბრებს,  მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივაზე, რომელიც არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

 

ზვიად ძიძიგური მიმდინარე მოვლენებზე

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური პრესკონფერენციას გამართავს.

წინა კვირას, ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა, მიზეზად 14 ნოემბერს პარლამენტში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანკნპროექტის ჩაგდება დაასახელა. ძიძიგურმა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც.

 

აშშ სამხრეთ კორეადან  ჯარისკაცების გამოყვანას აპირებს

თუ სეული სამცრეთ კორეაში განთავსებულ ამერიკულ კარს დაფინანსებას არ გაუზრდის, აშშ ერთ ბრიგადას გაიყვანს.

„როიტერსის“ ინფორმაციით, აშშ სეულისგან დაფინანსების 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ითხოვს, რაც ახლანდელ ხარჯს თითქმის 5-ჯერ აღემატება.

ამ დროისთვის, სამხრეთ კორეაში დაახლოებით 28,500 ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული.

 

 

 


close დახურვა