logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 24.10.2019

24 ოქტ 201909:47
3 წუთის საკითხავი
 
i8cicvccwl2xa0i.jpg

სმიტების მკვლელობისთვის მსჯავრდებულის ადვოკატთა პრესკონფერენცია

 

ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილი მწყემსის ადვოკატები პრესკონფერენციას მართავენ.

მალხაზ კობაური, რომელსაც სმიტების ოჯახის მკვლელობაში ედება ბრალი, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ კი უვადო პატიმრობა შეუფარდა.

 

აქცია კანცელარიასთან

მთავრობის სხდომის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები კანცელარიასთან აქციას მართავენ. „აქცია პრორუსული ძალების წინააღმდეგ იქნება მიმართული”, - ამბობენ ორგანიზატოები.

 

პროკურატურიდან წამოსული თანამშრომლის საქმე

 

პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის დედა ლალი თადუმაძე შვილთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც თადუმაძე განმარტავს, მან სალომეს პრობლემების შესახებ არაფერი იცოდა და რასაც იგი ჰყვება, სისტემაში არსებული შიდა პრობლემებია.  პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, სალომე ადეიშვილის მიერ FACEBOOK-ზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი შემოწმება მიმდინარეობს.  

სალომე ადეიშვილმა 22 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ის სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობდა. სექსუალური შევიწროება, ნეპოტიზმი და სხვა დეტალებია, რის გამოც გადაწყვიტა ადეიშვილმა პროკურატურის დატოვება.

სალომე ადეიშვილმა პროკურატურიდან წამოსვლის შემდეგ საქართველო დატოვა.

 

"საფარის" პრესკონფერენცია თამთა თოდაძის საქმეზე

 

ორგანიზაცია "საფარის" ოფისში თამთა თოდაძის საქმეზე პრესკონფერენცია გაიმართება. მედიის წარმომადგენლებთან "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია და იურისტი თამარ ლუკავა მიმდინარე საქმის გარემოებებზე ისაუბრებენ. პროკურატურამ სახალხო დამცველს თამთა თოდაძის საქმეზე არსებულ დოკუმენტებზე წვდომის საშუალება არ მისცა.

 

აშშ-მ თურქეთს სანქციები მოუხსნა

 

დონალდ ტრამპმა სირია-თურქეთის საზღვარზე. ე.წ უსაფრთხო ზონა შეიქმნასთან დაკავშირევით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, თურქეთს სანქციები მოუხსნა, ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. ტრამპის  თქმით, სირიაში დარჩება ამერიკის ჯარების მცირე რაოდენობა, რეგიონში ნავთობის დასაცავად.

გუშინ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 150 საათით გაახანგძლივა. შეთანხმებას რეჯეფ თაიპ ერდოღანსა და ვლადიმირ პურტინს სოჭში შედგა. დოკუმენტის   მიხედვით, მომავალი 6 დღის განმავლობაში ქურთების თავდაცვის ძალების მებრძოლებმა სირიის სიღრმეში 30 კილომეტრით უნდა გადაინაცვლონ, ხოლო ე.წ. უსაფრთხოების ზონის პატრულირებას რუსეთისა და თურქეთის სამხედრო ძალები ერთობლივად მოახდენენ.

 

ნატო-ს წევრთა თავდაცვის მინისტრების სხდომა

 

ბრიუსელში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომა გაიმართება. 

სხდომაზე განიხილება სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში არსებული მდგომარეობა: „მივესალმები ადგილზე ძალადობის მნიშვნელოვან შემცირებას, რაც თურქეთისა და შეერთებული შტატების შეთანხმებას მოჰყვა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგი.

 

Kayakata კონცერტი ბერლინში

 

ჭიათურიდან პირდაპირ ბერლინში - ქართული ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ დუო KayaKata ფესტივალ 3HD-ის ფარგლებში დღეს გერმანიის დედაქალაქში კონცერტს გამართავს.

"ჭიათურა - ჩემი სიამაყე! მადლობა არტარეას მოწვევისთვის და ჭიათურას თბილი დახვედრისთვის. არასდროს დავივიწყებთ. შემდეგი გაჩერება: ბერლინი (24 ოქტომბერი). მერე ისევ სტუდიო და მზადება ალბომის შემდეგი ნაწილისთვის, + ახალი ვიდეო და ცოტაც კიბერპანკ სიახლეები", - წერს KayaKata ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე, რომლის წევრებიც მაქს მაჩაიძე და ზურა ჯიშკარიანი არიან.

 

და ვინჩის გამოფენა ლუვრში

 

დღეს ლუვრში ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრების გამოფენა, ოსტატის გარდაცვალების 500 წლის აღსანიშნავად გაიმართება. გამოფენა 2020 წლის 24 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

სატვირთო მანქანაში ნაპოვნი 39 ცხედარის საქმე


Ბრიტანეთის პოლიცია ამ დრომდე აგრძელებს 25 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელლი მძღოლის დაკითხვას, რომელიც იმ სატვირთო მანქანას მართავდა, რომელშიც გუშინ 39 ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 

Ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ირლანდიაში უკვე გაჩხრიკეს ახალგაზრდა მამაკაცის საცხოვრებელი სახლი. Გარდაცვლილების ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 39 ცხედარი იპოვნეს, ბრიტანეთში ბელგიის საპორტო ქალაქ ზეიბრუგიდან შევიდა.

 

 


close დახურვა