logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 25.01.2020

25 იან 202010:01
3 წუთის საკითხავი
 
4b1ciffudbpvaly.jpg

 ჩინური ახალი წელი

 ჩინეთში ახალი წელი 25 იანვარს აღინიშნება. ჩინური კალენდრის მიხედვით, 2020 წელი თეთრი ლითონის ვირთხის წელია. ახალი წელი აღმოსავლური კალენდრით მთვარის კალენდრით დგინდება. ამ მოვლენას უცვლელი თარიღი არა აქვს. ჩინეთში ახალი წელი 21 დეკემბრის - ზამთრის ბზებუდობის შემდეგ მეორე ახალმთვარეობაზე დგება. ანუ, 2020, თეთრი ლითონის ვირთხის წლის დადგომა უწევს 25 იანვარს, თბილისის დროით, 01:03 საათზე.

 

პოლიტიკური პროცესები

  • დღეს დილიდან ოპოზიციურ პარტიებში ამერიკელი კონგრესმენის ახალ წერილზე კეთდება განცხადებები. რიგით მესამე უმწვავესი წერილი გიორგი გახარიამ რამდენიმე საათის წინ მიიღო. წერილში კონგრესმენი ბრაიან ბაბინი წერს, რომ იზიარებს კოლეგების მოსაზრებას და საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ უკუსვლასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
  •  მამუკა ხაზარაძე გუნდთან ერთად დღეს პარტია “ლელო საქართველოსთვის” ქუთაისის რეგიონულ ოფისს გახსნის და ადგილობრივ გუნდს წარადგენს.
  •  "ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სალომე სამადაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

 

საქართველოში უნალექო ამინდია

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვარს, საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. მათი ცნობით, ღამით გაძლიერდება ყინვა, ზოგან - შესაძლოა მოთოვოს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 იანვარს დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. სააგენტოს ინფორნაციით, ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

 

სპორტული მოვლენები

  • იანვრის ბაშოს მეთოთხმეტე დღეს, 25 იანვარს, ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე სეკივაკე ტაკაიასუ იქნება. ლევან გორგოძე იანვრის ბაშოზე რვაჯერ დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი ორივე შეხვედრის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი - ქართველი სპორტსმენი ტურნირს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს.

  • დღეს ბელგიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩია: გენტი VS გენკი. გენკის რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია თამაშობენ. გენტელთა მწვრთნელმა იეს თორუპმა გუშინ განაცხადა, რომ ჩაკვეტაძე ვარჯიშებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მწვრთნელის თქმით, წინა ტურში ქვილითაიამაც კარგად ითამაშა. შესაბამისად, შესაძლოა, დღეს ორივე ქართვრლმა ფეხბურთელმა ითამაშოს გენტის წინააღმდეგ.


close დახურვა