ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 25 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს.
COVID-19 საქართველოში
საქართველოში ახალი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გვაქვს — ამ დროისთვის დაინფიცირების სულ 456 და გარდაცვალების 5 შემთხვევა არის დაფიქსირებული.
უკვე გამოჯანმრთელდა 132, კარანტინშია 4949, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 555 პაციენტი რჩება.
არჩილ თალაკვაძე რადას სპიკერს მიმართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნამ შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ნდობა შეარყიოს.
nullnull
ამასთან დაკავშირებით წუხილს ის საკუთარ წერილში გამოთქვამს, რომელიც ცოტა ხნის წინ რადას სპიკერს გაუგზავნა.
რადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნას 30 აპრილს უყრის კენჭს.
პოლიტიკურ გაერთიანება ლელოში ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლებას, კრიზისის მოგვარების ნაცვლად, მისი შენარჩუნება სურს
ლელოში ეჭვობენ, რომ ხელისუფლებას კრიზისის მოგვარების ნაცვლად, მისი გახანგრძლივება უნდა — ასეთ ეჭვს კი მათ ის გეგმა უჩენთ, რომელიც უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გამოქვეყნდა.
nullnull
მათი აზრით, 6-თვიან პერიოდზე გაწერილი სოციალური შემწეობები ქართული ოცნების წინასაარჩევნო მიზნებსა და გეგმებზეა მორგებული.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას კონკრეტული არაფერი უთქვამს, თუ რას აპირებენ ბიზნესის გადასარჩენად, ლარის სტაბილურობის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებზე.
COVID-19 მსოფლიოში
ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში კვლავ მძიმე ვითარებაა — ბოლო მონაცემებით სულ 2,831,590 ინფიცირებულია, აქედან 197,298 გარდაიცვალა, ხოლო 806,953 გამოჯანმრთელდა.
არ შეცვლილა იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, სადაც COVID-19-ის ყველაზე ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული — აშშ ინარჩუნებს პირველობას 925,038 ინფიცირებულით. ესპანეთში 219,764, იტალიაში 192,994, საფრანგეთში 159,828, გერმანიაში კი 154,999 შემთხვევა გამოვლინდა.
ინდონეზიამ რამადანის დღეებში გადაადგილება შეზღუდა
ინდონეზიაში რამადანის დღეებში ახალი კორონავირუსისგან პრევენციის მიზნით სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაადგილება აკრძალეს.
ქვეყანაში, სადაც მილიონობით მუსლიმი ცხოვრობს ახალი შეზღუდვა პარასკევს ამოქმედდა და უქმეების განმავლობაში გასტანს. ყოველწლიურ დღესასწაულს კი მოქალაქეები სახლებში აღნიშნავენ.
ინდონეზიაში ბოლო მონაცემებით COVID-19-ით ინფიცირების სულ 8,211 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 689 პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
nullnull
აშშ-მ გუამის სამხედრო ბაზიდან ავიაგამანადგურებლები გაიყვანა
პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში აშშ-ს გუამის ტერიტორიაზე მძიმე ავიაგამანადგურებლები (რაც რეგიონში მოკავშირე ქვეყნებისთვის ერთგვარი სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტია იყო), აღარ ჰყავს.
ამერიკელი სარდლობის განცხადებით ბომბდამშენები შეიძლება გაცილებით ეფექტურად იყოს გამოყენებული თუ მათ ამერიკის კონტინენტზე დატოვებენ, რადგან ასე გაცილებით სწრაფად მოხდება რეაგირება სპარსეთის ყურეში მდებარე სხვა, გაცილებით სტრატეგიულ და ცხელ წერტილებზე.
nullnull