გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით, გლდანის ციხესთან მისი ადვოკატი განცხადებას გააკეთებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავა. გიორგი რურუა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვიაა პატიმრობაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირით გამოწვეული უბედური შემთხვევების შესახებ
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.სალომე ვარდიაშვილი ბუნებრივი აირით გამოწვეული უბედური შემთხვევების შესახებ და ამ მხრივ დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებს. Ასევე, პრესკონფერენციაზე განიხილავენ, რატომ ვერ მოხერხდა ამ მხრივ კანონის გამკაცრება.
Სასამართლო პროცესები
· 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.
· 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
· 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.
· 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
ნავთობმომპოვებელი კომპანიის თანამშრომლები შრომით უფლებებს გააპროტესტებენ
17 დეკემბერს, ნავთობმომპოვებელმა კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ” 84 თანამშრომელი უსამართლოდ გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სოლიდარობის ქსელი” ავრცელებს.
ორგანიზაციისვე ინფორმაციით, გათავისუფლებული თანამშრომლები 11 თვის მანძილზე არ იღებდნენ კუთვნილ ხელფასს, რის გამოც მათ პროტესტი გამოთქვეს და არ გამოცხადდნენ სამუშოდ. ამის გამო კომპანიამ განახორციელა სადამსჯელო ღონისძიებები და დასაქმებულები გაათავისუფლა.
25 დეკემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე კომპანიის თანამშრომლები იკრიბებიან დედოფლისწყაროს გამგეობის წინ და საკუთარ შრომით უფლებებს გააპროტესტებენ.
"შემოდგომის ლეგენდა 2019" დაჯილდოება
19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" დაჯილდოების საღამო გაიმართება.