გახარიას დადგენილება ტრადიციულ სუფრაზე
გავრილოვის ღამეს დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები, ახალგაზრდების დათხრილი თვალები, რეკორდული რაოდენობის პოლიტპატიმრები, მრავალჯერ დარბეული აქციები და დაჭერილი სამოქალაქო აქტივისტები, კონგრესმენების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით გამოგზავნილი წერილები მის სახელზე - ეს კიდევ მცირე ჩამონათვალია იმ დამსახურებისა, რომლებიც ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის, შემდგომ კი პრემიერ მინისტრობის დროს გიორგი გახარიას თავს გადახდა. თუმცა, მისთვის წლის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ქართული ტრადიციული სუფრა აღმოჩნდა.
მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ტრადიციულ სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. გადაწყვეტილებას უმრავლესობასა და ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
პრემიერის ინიციატივას გია ხუხაშვილი ფეისბუკით ასე გამოეხმაურა: „რადგან დღეიდან ქართული სუფრა კულტურის არამატერიალური ძეგლია, მისი შედეგების ლიკვიდაციას მატერიალური ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა სჭირდება... რა გახდა ეს საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა?...“
ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრა ელიზაბეთ რუდთან
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომაგდენლები ელიზაბეთ რუდთან არაოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. ოპოზიციის წარმომაგდენლების თქმით, საუბარი პოლიტიკურ საკითხებს შეეხო. თუმცა, არავითარი შეთავაზებები და შეთანხმებები ამ შეხვედრაზე არ ყოფილა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან სტუმრობისას ქვეყანაში მიმდინარე პრობლემები განიხილეს. მათი თქმით, ამერიკა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საკითხით დაინტერესებულია. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშიც ესწრებოდნენ. ოპოზიციური პარტიების თქმით, საღამოზე იყვნენ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძეც, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სად ჩატარდება ევროსაბჭოს მინისტერიალი
დღეს გახდება ცნობილი, თუ სად ჩატარდება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა მაისში. გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღებენ. სხდომის ჩატარების ადგილად თბილისთან ერთად სტრასბურგიც განიხილება. მინისტერიალის თბილისში ჩატარებასა და რუსეთის დელეგაციის მიღების საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციაში ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ. ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ რუსეთის დელეგაციის მიღების არანაირი წინაპირობა არ არსებობს. საწინააღმდეგო აზრზეა ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის დელეგაცია იმ შემადგენლობით უნდა ჩამოვიდეს, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვთ.
გენერალი ტოდ უოლტერსი საქართველოზე
კავკასიაში, სადაც რუსეთის ძალებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი", საქართველო კვლავ რჩება შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად, - ამის შესახებ შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურის მიერ ამერიკის სენატში წარდგენილ ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტში, რომელიც გენერალი ტოდ უოლტერსმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტისთვის მოამზადა, წერია, რომ კრემლი რეგიონალური დაძაბულობით მანიპულირების და მუდმივი სამხედრო კონფლიქტების შენარჩუნების გზით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, გავლენას ახდენს.
„კრემლში მიაჩნიათ, რომ მუდმივი დესტაბილიზაცია ამ რეგიონში ჰეგემონიისთვის უმთავრესია"-ვკითხულობთ დოკუმენტში. გენერალი უოლტერსი განმარტავს, რომ ,,რუსეთი ინარჩუნებს ბერკეტებს საქართველოზე მისი რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გზით; ასევე ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის შეცვლის მცდელობით, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ადამიანებისა და საქონლის ტრანზიტში ჩარევის კუთხით და ართულებს საქართველოს ნატო-ს წევრობისკენ მისწრაფებებს". ანგარიშში წერია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებთან თანამშრომლობა, როგორიცაა თურქეთი, უკრაინა, საქართველო, ასევე ამერიკის პარტნიორებთან არქტიკის რეგიონში. „ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით “საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ ფარგლებში“, – ნათქვამია გენერალ უოლტერსის მოხსენებაში.
ოპოზიცია მინისტრების იმპიჩმენტს ითხოვს
ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს ოპოზიციის ლიდერები ეხმაურებიან. ოპოიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რეგლამენტის დამრღვევი და საკანონმდებლო ორგანოს მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი მინისტრები თანამდებობებს არ უნდა იკავებდნენ. ვანო მაჭავარიანისა და ეკატერინე ტიკარაძის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შეგროვება პარლამენტში უკვე დაიწყო. მინისტრების გადაყენებისთვის საჭირო პროცედურის ინიცირებას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.
წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე
გიგი წერეთელმა ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უხელმძღვანელა. ასამბლეის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ასამბლეაში ეუთოს წევრი 57-ი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. განსახლიველ თემებს შორის ეუთოს რეგიონში არსებული კონფლიქტები, ტერორიზმის, რადიკალური ექსტრემიზმისა და ანტისემიტიზმის საკითხები, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება იყო.
ჩოლოიანი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს
15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ყოფილ გამომძიებელს კვლევები ჩაუტარდა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ამიტომაც გახდა საჭირო მისი საავადმყოფოში გადაყვანა. თუმცა, მარიანა ჩოლოიანის სურვილით, ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს ღუდუშაურის კლინიკაში.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი გამომძიებლის სასამართლო პროცესი სწორედ დღეს უნდა გაიმართოს. ადვოკატი, არჩილ შავაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა ჩოლოიანმა პროცესზე დასწრება ვერ შეძლოს. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით, არ გაითვალისწინა და ჩოლოიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
EMC-ის ფინალური შეფასება მაჩალიკაშვილის საქმეზე
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ფინალურ შეფასებას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, აშკარა ხდება გამოძიების არაეფექტიანობა. არასამთავრობო ორგანიზაციაში იმ უზუსტობებზეც საუბრობენ, რომლებიც სპეცრაზმის წარმომადგენლების ჩვენებებსა და ექსპერტიზის მიერ დადგენილ გარემოებებს შორის არის. იემსიში აღნიშნავენ, რომ გამოძიება მაჩალიკაშვილის საქმეზე ფორმალურად მიმდინარეობდა, რაზეც სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილი ხარვეზები მიუთითბს.
სალომე სამადაშვილის წიგნის პრეზენტაცია
ოკუპაციის მუზეუმში სალომე სამადაშვილის წიგნის, "რუსეთის ფარული ომი", პრეზენტაცია გაიმართა. რუსული ოკუპაციის შესახებ პუბლიკაციის თარგმნის იდეა ნიკოლზ რურუას ეკუთვნის. წიგნი ინგლისურ ენაზე დაიწერა და ახლა ითარგმნა. პუბლიკაცია ოკუპაციის შესახებ მოგვითხრობს. გამოცემაში ფარულ უხილავ ომზეა საუბარი. წიგნის პრეზენტაციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იუნკერთა ხსოვნას,
ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონა ვირუსის დასადგენად ბოლო ორი დღის მანძილზე 9 პაციენტი მოათავსეს. მათგან 5-ს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. ამჟამად საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ ოთხი პაციენტი რჩება. ოთხივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტები იტალიიდან არიან დაბრუნებულები, მათი ნაწილი კლინიკაში აეროპორტიდან გადაიყვანეს, ნაწილმა კი სამედიცინო ცენტრს საკუთარი სურვილით მიაკითა. კორონა ვირუსის დასადგენი ტესტის პასუხები დღეს დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
კორონავირუსი, იგივე COVID-19-ის გავრცელებას განაგრძობს
კორონავირუსი კოვიდ-19 ევროპის ქვეყნებში უფრო და უფრო ვრცელდება. ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევები ავსტრიაში, ხორვატიაში, შვეიცარიასა და რუმინეთში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა იტალიასა და ესპანეთშიც. კოვიდ 19-ით დაავადების შემთხვევა დაადასტურეს ასევე აფრიკის კონტინენტზე-ალჟირში. პირველი დაინფიცირებული გამოვლინდა ბრაზილიაშიც.
ვირუსი გავრცელებასთან დაკავშირებით რომში მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართეს. შეხვედრაზე იტალიასთან საზღვრების ჩაკეტვა არაპროპორციულ ქმედებად მიიჩნიეს. შეერთებულ შტატებში კი მოსახლეობას ვირუსის გარდაუვალი გავრცელების შესახებ აფრთხილებენ. ბოლო 24 დღის განმავლობაში ჩინეთში ვირუსმა 52 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის ტერიტორიაზე დაღუპულთა რაოდენობამ 2 666-ს მიაღწია. დაინფიცირებულთა რაოდენიბა 77-ტ ათასამდე გაიზარდა. 2 ათასზე მეტი ადამიანი კი სრულიად გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსი ტექნოლოგიურ ინდუსტრიასაც აზიანებს
კორონავირუსის გავრცელებამ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე საკმაოდ უარყოფითი გავლენა მოახდინა. ეს ყველაფერი Samsung-საც შეეხო. კომპანია Galaxy Z Flip -ის ქარხანას ხურავს. როგორც ცნობილი გახდა, ქარხანაში მომუშავე რამდენიმე თანამშრომელს ვირუსი აღმოაჩნდა. ვირუსის გავრცელებისგან თავდაცვის მიზნით, კომპანიამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა და საწარმო დახურა. Galaxy Z Flip-ის გამოშვების თარიღად 13 მარტი იყო დაანონსებული, ჯერ-ჯერობით უცნობია რა გავლენას მოახდენს ქარხნის დახურვა მობილურის გამოშვებაზე. ამასთან დაკავშირებით Samsung-ს კომენტარი არ გაუკეთებია.
ვაშინგრონის განცხადება ირანში ვირუსის გავრცელების შესახებ
ვაშინგტონში არ გამორიცხავენ ,რომ ირანი კორონავირუსის მასშტაბური აფეთქების შესახენ ინფორმაციას მალავს. მის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მაიკ პომპეოს თქმით ორშაბათის მონაცემებით, ირანი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩებოდა იმ პირთა რაოდენობით, რომლებიც ვირუსით დაინფიცირების შედეგად დაიღუპნენ. ,,ყველა ქვეყანამ, მათ შორის ირანმა, უნდა გაასაჯაროვოს რეალური ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით და ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან''-განაცხადა მაიკ პომპეომ. ოფიცლაური თეირანის ცნობით კორონავირუსის შედეგად ირანში 16 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირ3ებულთა რიცხვი კი 95-ია.
აშშ მოსკოვს დამატებით სანქციებს უწესებს
შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. დამატებითი შეზღუდვები მოსკოვს ვაშინგტონმა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კანონის შეუსრულებლობის გამო დაუწესა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები 13 ფიზიკურ და იურიდიულ პირს რუსეთში, ჩინეთში, ერაყსა და თურქეთში დაუწესდათ, თუმცა ამ ეტაპზე დოკუმენტში კონკრეტული პირები და კომპანიები არ არის დასახელებული. საჯარიმო ღონისძიებები ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს და შეერთებულ შტატებში სახელმწიფო შესყიდვებზე, ვაშინგტონიდან სახელმწიფო დახმარების მიღებასა და ამერიკაში პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვებს გულისხმობს.
„პარაზიტის“ დადებითი შედეგები რეალურ ცხოვრებაში
როგორც ჩანს, „პარაზიტი“ არა მხოლოდ მისი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოსთვის ან მხოლოდ სამხრეთ კორეული კინოსთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც სენსაციად და გასაჭირის დაძლევად იქცევა, ვის პრობლემებზეც ეს ფილმი მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით მთავარი გმირები სარდაფის ტიპის ბინაში ცხოვრებენ, რომელიც ამინდის გაუარესების შემდეგ იტბორება. 2015 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სარდაფის ტიპის 383 000 ბინაა რეგისტრირებული.კორეული მედიის ცნობით, სხვადასხვა კომპანიასთან ერთად სახელმწიფო გეგმავს, რომ თითოეულ მსგავს ოჯახს, რაც დაახლოებით 3 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს, გათბობის სისტემა დაუყენოს, იატაკი და ფანჯრები გამოუცვალოს, კონდიციონერი გადასცეს და სახანძრო სიგნალიზაცია ჩაურთოს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის საერთაშორისო ტურნირში ჩაერთო
ქართველი ჩოგბურთელი პირველი წრის შეხვედრაში ლიეტუველ რიკარდას ბერანკისს შეხვდა და მეტოქე ორ სეტში დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე გერმანელი, შტრუფი იქნება, რომელმაც ესპანელი ბაუტისტა აგუტის დამარცხება შეძლო. მატჩი დღეს თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 26-ე ადგილს იკავებს და დუბაის ტურნირის მოგების შემთხვევაში ტოპ 20-ეულში დაკმვიდრდება. დუბაის ტურინის წინა გათამაშებაში ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში გავიდა და 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ფეხბურთი: საქართველო VS ბელარუსი
26 მარტს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ბელარუსს დაუპირისპირდება. ამ მატჩში გამარჯვებული გუნდი ფინალის საგზურს მიიღებს, სადაც კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკოდონიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. საპლეიოფო ტურნირის მოგების შემთხვევაში, ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია დაიწერება და ეროვნული ნაკრები ზაფხულში გამასართ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თამაშამდე ერთი თვით ადრე ბილეთების 95 პროცენტი უკვე გაყიდულია. დარჩენილი ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე დინამო არენას სალაროებში.
ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ორი მერვედფინალი
- იტალიურმა ნაპოლიმ სტადიო სან პაოლოზე ბარსელონას უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ჯენარო გატუზოს მომზადებულმა გუნდმა პირველ ნახევარში მწვრთნელის დავალებები კარგად შეასრულა და მეტოქეს ტაიმი დრის მერტენსის ლამაზი გოლით მოუგო. ბელგიელმა ნაპოლის მაისურით 121-ე გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის, მარეკ ჰამშიკის შედეგი გაიმეორა. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებმა პირველ ტაიმში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, ბარსელონამ 45 წუთში კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა. სტუმრებმა ანგარიში 57-ე წუთზე გაათანაბრეს, ბუსკეტსის და სემედუს კომბინაცია ანტუან გრიზმანმა დაასრულა. შეხვედრის მიწურულს, არტურო ვიდალმა უხეშობისთვის ჯერ ყვითელი ბარათი დაიმსახურა, ხოლო შემდეგ კამათისთვის ჩილელი მოედნიდან გააძევეს და ის საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მასთან ერთად კამპ ნოუზე გასამართ მატჩს სერხი ბუსკეტსიც გამოტოვებს, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში მესამე გაფრთხილება მიიღო. ნაპოლისა და ბარსელონას საპასუხო შეხვედრა 19 მარტს გაიმართება;
- ნაკლებად დაძაბული გამოდგა სტემფორდ ბრიჯზე გამართული მატჩი, სადაც ლონდონის ჩელსიმ მიუნხენის ბაიერნი მიიღო და მეტოქეს წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გაუწია. ჩემპიონთა ლიგის 2012 წლის ფინალისტების შეხვედრაში, გერმანული გუნდი 90 წუთის განმავლობაში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. სერჟ გნაბრის დუბლით და რობერტ ლევანდოვსკის გოლით, ჰანს ფლიკის მომზადებული გუნდი მეოთხედფინალის საზგურს ძალიან მიუახლოვდა. გნაბრი მიმდინარე სეზონში ლონდონურ გუნდებთან ბრწყინვალე შედეგიანობას აჩვენებს, ჯგუფურ ეტაპზე მან ლონდონის ტოტენჰემთან თავი პოკერით გამოიჩინა, გუშინდელ შეხვედრაში გატანილი ორი ბურთისთვის კი ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გუნდებს შორის საპასუხო მერვედფინალური დაპირისპირება ასევე 19 მარტს გაიმართება და მას ალიანს არენა უმასპინძლებს;
- ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, დღეს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. ფრანგული ლიონი საკუთარ მოედანზე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს. რუდი გარსიას მომზადებული გუნდის დანაკლისი ძალიან სერიოზულია, გუნდს ჯეფ-რენ ადელაიდი და მემფის დეპაი ბვერ დაეხმარებიან. ფრანგული კლუბის ლიდერებს იდენტური სახის ტრავმები აწუხებთ, ორივე მათგანმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამ სეზონში მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებენ. ამ ფონზე ტურნინული გუნდი წყვილის კიდევ უფრო სერიოზულ ფავოიტად იქცა, მათ რიგებში დანაკლისი არც ისე სერიოზულია, მაურიციო სარის დღეს დუგლას კოსტას და მერიჰ დემირალის გამოყენება არ შეეძლება. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ეს ამ გუნდების მეხუთე შეხვედრა იქნება, იუვენტუსმა ლიონთან ჩატარებული 4 მატჩიდან 3 მოიგო, მათ შორის ორი იდენტური ანგარიშით 1:0;
- დღევანდელი სათამაშო დღის და ამ ეტაპის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებული რეალი, მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. მოახლოებულ შეხვედრას მნიშვნელობა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო შესძინა, უეფა მანჩესტერული კლუბის ჩემპიონთა ლიგიდან 2-წლით მოკვეთას აპირებს. ზინედინ ზიდანის მომზადებული გუნდი ოპტიმალური ფორმისგან შორსაა, ლა ლიგის ბოლო 2 შეხვერაში რეალმა ჯერ სელტას ვერ მოუგო, ხოლო შემდეგ ლევანტესთან დამარცხდა. მადრიდელთათვის სეზონის ეს ნაწილი შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს, რადგან მანჩესტერ სიტისთან თამაშის შემდეგ, გუნდს 2 მარტს გასამართი ელ კლასიკო ელოდება. მასპინძლები დღევანდელ შეხვედრისთვის ედენ აზარის გარეშე ემზადებიან, ბელგიელმა ლევანტესთან მატჩში კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. პეპ გაურდიოლას დღეს ლეროი სანე ვერ დაეხმარება, კითხვის ნიშნის ქვეშაა რაჰიმ სტერლინგის თამაში.