მალხაზ მაჩალიკაშვილი ქუჩის პროტესტს გააგრძელებს
პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.
28 იანვარს გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა გამოძიების შედეგებზე ისაუბრა და მისივე განცხადებით, დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები; სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა გაისროლა.
„ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”(EMC), რომელიც მაჩალიკაშილის საქმეზე მუშაობს, გამოეხმაურა პროკურატურის გადაწყვეტილებას. EMC-ის განცხადებაში წერია, რომ თემირლან მაჩალიკავშილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა დაუსაბუთებელია და ის პროკურატურის პოლიტიზირების კიდევ ერთი დადასტურებაა.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა თავად მოკლულის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც და აღნიშნა, რომ სხვა მოლოდინი არც ჰქონია და არც პროკურატურის გადაწყვეტილება გაჰკვირვებია, ამიტომ ბრძოლასა და ქუჩის პროტესტსაც კვლავ გააგრძელებს: „მე ვიბრძოლებ სიმართლისთვის ჯერ ჩემს სამშობლოში ქართველ ხალხთან ერთად, შემდეგ კი, სტრასბურგი გააკეთებს თავის საქმეს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა „პოლიტიკის ფორმულაში”.
თემირლან მაჩალიკაშვილი 2019 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ საძინებელში თავის არეში დაჭრეს. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დვალიშვილის საქმეზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ხატია დეკანოიძე და პოლიციელი გიორგი დვალიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან და გააცნობენ პოლიციის მაიორის, გიორგი დვალიშვილის საქმის დეტალებს.
დვალიშვილის გათავისუფლების საკითხს 28 იანვარს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიციის მიმართ მიმართვა „გაგხდი ფორმას”, რომელიც ლევან იზორიას ძმამ პატრულის თანამშრომლის მისამართით გამოიყენა, დანაშაული არაა. გომელაური არ გამორიცხავს, რომ იზორიას ძმას, კიტა იზორიას შეურაცხყოფა თავად პოლიციის მაიორმა, გიორგი დვალიშვილმა მიაყენა.
Შს მინისტრის განცხადებას თავად გიორგი დვალიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ თავისი განცხადებით შინაგან საქმეთა მინისტრმა კონკრეტულად მას კი არა, მთელ პოლიციას მიაყენა შეურაცხყოფა.
„ჩვენ გვყავს მინისტრი, რომელიც არის გაუნათლებელი, რომელმაც არ იცის რა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მე კი არ მომმართავს, როგორც გიორგი დვალიშვილს, მე ვარ პოლიციელი, ჩემი ფორმა წარმოადგენს სახელმწიფოს და მინისტრი ამბობს, რომ მუნდირის გახდა არაფერი არ არის. მე არ ვმუშაობდი პოლიციაში, სადაც მოქალაქეებს აყენებდნენ შეურაცხყოფას.
23 იანვარს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი დვალიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ვიდეოში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული მანქანაში პოლიციელს, რომელმაც დააკავა. ამის შემდეგ საპატრულო მანქანასთან ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები მიდიან, რომლებიც მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ. მოგვიანებით კი პატრულის თანამშრომელი, რომელმაც კიტა იზორია დააკავა, კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.
„ლაქი სთრიმის“ თანამშრომლები პრესკონფერენციას გამართავენ
კომპანია „ლაქი სთრიმის“ თანამშრომლები მე-6 დღეა, კომპანიის ოფისში იმყოფებიან და დამსაქმებლისგან კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ.
„სოლიდარობის ქსელის” ინფორმაციით, 23 იანვარს, კომპანიის დირექტორმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანიას აქვს ფინანსური კრიზისი და არსებულ დავალიანებას, ყოველგვარი გარანტიის გარეშე რამოდენიმე თვეზე გადანაწილებით გადაუხდიდა. თანამშომლებისთვის ეს შემოთავაზება არ იყო სანდო, ამიტომ დაიკავეს ის ოფისი, რომელშიც კომპანიის მოძრავი ქონებაა განთავსებული.
„ამის საპასუხოდ კომპანიის დირექტორმა დასაქმებულთა ოფისიდან გასაყვანად გამოიძახა საპატრულო პოლიცია. პატრულმა აღმოაჩინა, რომ თანამშრომლების სამუშაო ადგილზე ყოფნა არ იყო უკანონო”. დასაქმებულებმა დაიწყეს შრომითი დავა კომპანიის წინააღმდეგ.
„სოლიდარობის ქსელის” განცხადებით, 27 იანვარს ოფისში შედგა მორიგი შეხვედრა დამსაქმებელსა და თანამშრომლებს შორის. დასაქმებულების მოთხოვნა იყო, რომ მიეღოთ წერილობითი გარანტია, რომ მათ გონივრულ ვადებში აუნაზღაურდებოდათ სახლეფასო დავალიანება. ასევე, ეს წერილობითი გარანტია უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო მატერიალური ქონებით. ამგვარი გარანტიის შემთხვევაში დატოვებდნენ ოფისს. დამსაქმებელმა 28 იანვრის 3 საათამდე ითხოვა დასაქმებულების მიერ გაჟღერებული შეთავაზების განსახილველი ვადა, თუმცა, დასაქმებულებს არავითარი პასუხი არ მიუღიათ.
კორონავირუსის
„დოიჩე ველე“ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბავარიაში კორონავირუსით დაინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
სამივე დაინფიცირებულ პაციენტს შეხება ჰქონდა იმ პირთან, რომელსაც ვირუსი ჩინელი თანამშრომელი ქალისგან გადაედო.
შეგახსენებთ, ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132 ადამიანამდე, დაინფიცირებულთა კი - 5,974-მდე გაიზარდა.
სასამართლო თემები
- თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული პირების, ბესიკ თამლიანის, ცოტე სოსელიას, კახაბერ კუპრეიშვილისა და ზურაბ ბუდაღაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
მთავრობა და ბრიფინგები
- თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
- საქართველოს პარლამენტის წევრის, თინათინ ბოკუჩავას ბრიფინგი გაიმართება.
- საქართვეოს პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური პრესკონფერენციას გამართავს.
- აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა განცხადებას
- „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ სასტუმრო "რუმსში", ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის 2019 წლის ტენდენციების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
- საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა ხუციშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
- პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია გვაზავა განცხადებას გააკეთებს.
- მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
- საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, რუბენ სადოიანთან შეხვედრას გამართავენ.
წიგნის - „მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა“ პრეზენტაცია გაიმართება
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ახალი კვლევითი პუბლიკაციის – „მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა“ – პრეზენტაცია გაიმართება. პუბლიკაციაში წარმოდგენილია ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი პირადი წერილები, მდიდარი ფოტომასალა და სხვადასხვა საარქივო დოკუმენტი. მერაბ კოსტავას შესახებ მსგავსი მასშტაბის კვლევითი პუბლიკაცია პირველად გამოიცემა.