logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 30.01.2020

30 იან 202010:25
3 წუთის საკითხავი
 
mcf0pbxwoz8hd4e.jpg

სენატორები აშშ - საქართველოს ურთიერთობების გადახედვაზე საუბრობენ

„ქართული ოცნების" კრიტიკა ვაშინგტონიდან არ წყდება. მორიგი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერად სენატორებისგან მიიღო. 

კომიტეტის თავმჯდომარე „რესპუბლიკელი" სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვედა კომიტეტის უმცირესობის „დემოკრატი" ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადაიხედოს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობის გამო, რაც მათი განმარტებით, დემოკრატიული ინსტიტუტების უკუსვლაზე მიუთითებს.

სენატორების თქმით, უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის უვადოდ დანიშვნით საქართველოს სასამართლო სისტემას ძირი ეთხრება, რაც სასამართლოსა და პოლიციის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე მიანიშნებს.

ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება დაღმასვლის დროულად შემობრუნებას ეცდება და ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებებს შეასრულებს. 

"შეშფოთებულები ვართ საქართველოში მიმდინარე პროცესებით. 29 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენ ვხედავდით დემოკრატიულ წინსვლას, ეკონომიკურ განვითარებაზე და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებას. საქართველო მიღწეული წარმატებებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა იყო. მას შემდეგ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ასუსტებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ყველა პირი, რომელიც აპროტესტებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას წავა ციხეში, ასევე საფრთხეს უქმნის განვითარებას. გვიჩნდება კითხვები, არის თუ არა საქართველო ჩვენს ღირებულებებთან დაახლოებული. ჩვენ მოტივირებული ვართ საქართველოს მხარი დავუჭიროთ როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკურ განვითარებაში, თუმცა ეს იქამდე, ვიდრე საქართველო არის სტაბილური პარტნიორი, რომლის იმედი შეიძლება გვქონდეს“, - წერია სენატორების წერილში.

 

სასამართლო პროცესები დღეს

 

  • დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი გაიმართება. "მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას ედავებიან;

 

  • საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის პროცესი გაიმართება;

 

  • 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული პირების, ბესიკ თამლიანის, ცოტე სოსელიას, კახაბერ კუპრეიშვილისა და ზურაბ ბუდაღაშვილის პროცესი;

 

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება;

 

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას სასამართლო პროცესი გაიმართება;

 

  • დღეს საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის პროცესი გაიმართება. ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

 

  • საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. ზაზა სარალიძემ 24 იანვარს სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რასაც კალანდიების ოჯახის მხრიდან მწვავე რეაგირება და მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა;

 

  • ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 20 კგ-მდე მარიხუანას კულტივაციის საქმეზე ბრალდებული ავთანდილ მეტრეველის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

მთავრობა და ბრიფინგები 

 

  • 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება;

 

  • 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი „ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, 2019“ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს;

 

  • 11:00 საათზე, სასტუმრო „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (CRRC) საქართველოს მოსახლეობის შეხედულებათა ტენდენციების კვლევის შედეგებს წარადგენს;

 

  • 11:50 საათზე, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე და მამა ანდრია სარია პრესკონფერენციას გამართავენ;


  • 12:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ მედიას ინფორმაციას მიაწვდის.


close დახურვა