logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 30.03.2020

30 მარ 202010:10
3 წუთის საკითხავი
 
zb1ntdp69dcenxp.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 27 მარტის მნიშვნელოვან მოვლენებს

COVID 19 - განახლებადი ცნობები

საქართველო

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში 97-მდე გაიზარდა.

ამჟამად, stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4876 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264.

მთავრობის ვებ-გვერდზე (stopcov.ge) განთავსებულია 18 ოფიციალური გამოჯანმრთელების შემთხვევა. Მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის ორი ბავშვია.

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურში პაციენტი გადაიყვანეს

 ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, გუშინ, კორონავისუსზე საეჭვო ნიშნებით შეიყვანეს 50 წლის ქალი ოკუპირებული ქალაქ გალიდან. ის მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. ქალს ჩაუტარდება ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ზუგდიდელებს გადაადგილება მკაცრად შეეზღუდათ. ქალაქში აღარ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემცირებულია ქუჩაში მოქალაქეების მოძრაობაც. მკაცრად კონტროლდება სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ადგილობრივებს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები ემსახურებიან. 

საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა ფოთშიც. ეს მეორე ქალაქია სამეგრელოში, რომლის შესასვლელსაც საპოლიციო საგუშაგო აკონტროლებს. მკაცრი წესების დაცვა უწევთ ადგილობრივებს საკვები პროდუქტის შეძენისას. 

 

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტელეგაკვეთილები დღეიდან გავა

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, არის შანსი, რომ სასწავლო პროცესი 21 აპრილის შემდეგ ვერ გაგრძელდეს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება დისტანციური სწავლების გაძლიერებისკენაა მიმართული.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ ეს განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ინიციატივაა, რაც პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. 

ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის პედაგოგები ჩაატარებე.

ფორმულას სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე:

Მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 700 000-ს გადააჭარბა

ევროპის მასშტაბით, ყველაზე მძიმე სურათი კვალვ იტიალიასა და ესპანეთშია.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით 33 980-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - გამოჯანმრთელდა 151,793.

ახალი კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი (142 000-ზე მეტი) შემთხვევა აშშ-ია დაფიქსირებული, შემდეგ მოდის იტალია (97 000 შემთხვევით), ინფიცირებულთა რაოდენობით III ადგილზეა ჩინეთი (81 470 დაინფიცირებული), შემდეგ ესპანეთი (80 000-ზე მეტი პაციენტით).

 

დონალდ ტრამპმა შეზღუდვების რეჟიმი აპრილის ბოლომდე გაახანგრძლივა

კორონავირუსთან დაკავშირებუთ არსებული შეზღუდვები აშშ-ში 30 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

Მისი თქმით, ვირუსის პიკი რამდენიმე კვირაში დადგება, როცა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს. Პრეზიდენტმა მოსახლეობას სახლში დარჩენისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. 

 

 

 


close დახურვა