აქცია მთავრობის ადმინისტაციასთან
მთავრობის ადმინისტაციასთან ოკუპირებული ახალგორიდან დევნილი ახალგაზრდები, ახალგორის გადასასვლელის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, მშვიდობიან მანიფესტაციას გამართავენ.
დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ახალი წლის წინ, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო, 30 დეკემბერს, საღამოს 8 საათიდან 3 იანვრის დილის 6 საათამდე მუშაობას დროებით შეწყვეტს ქარძმანის გადასასვლელი, რომელიც საქართველოსთან აკავშირებს და გადის საჩხერის მუნიციპალიტეტზე. დე ფაქტო ხელისუფლებას 4 სექტემბრიდან დაკეტილი აქვს ახალგორის და ჯავის რაიონებთან მდებარე რაზდახანის და სინაგურის ე.წ. გამშვები პუნქტებიც.
პრესკონფერენციები და ბრიფინგები
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებას, რის შემდეგაც ანა დოლიძე ბრიფინგს გამართავს.
- ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს.
- „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ორთაჭალაში მდებარე შსს-ში, „შმაქსისთან“ დაკავშირებით განცხადებას შეიტანს, რის შემდეგაც სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
პაატა მანჯგალაძის სასამართლო სხდომა
საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბრის მოვლენების დროს დაკავებული „ახალი საქართველოს“ გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის სასამართლო სხდომა გაიმართება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიში
სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი 2019 წლის ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სხვადასხვა უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
კიმ ჩენ ინი მმართველ პარტიას „პოზიტიური და შეტევითი ზომების“ გატარებისკენ მოუწოდებს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მმართველ პარტიას ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით „პოზიტიური და შეტევითი ზომების“ გატარებისკენ მოუწოდა. მმართველი „მუშათა პარტიის“ მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრაზე კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა გააქტიურდეს საგარეო საქმეთა საკითხების, საბრძოლო მასალის წარმოებისა და შეიარაღებული ძალების მიმართულებით და საჭიროა „პოზიტიური და შეტევითი ზომების“ გატარება იმისათვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.