სინოდის სხდომა
12 საათზე საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყება. დეკანოზ Მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სინოდის სხდომის გამართვის გადაწყვეტილება, რომელსაც ყოფილი ქორეპისკოპოსი იაკობიც დაესწრება, ილია მეორემ მიიღო. Სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სწორედ ეპისკოპოს იაკობის სკანდალური განცხადებები იქნება. Ბოდბელმა ეპისკოპოსმა რამდენიმე დღის წინს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებაზე და ილია მეორეს ადგილას მოსაყდრე შიოს დანიშვნაზე „ეჩალიჩებოდნენ”.
მდგომარეობა ატოცში
სამართალდამცველებმა "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრებს გუშინ ატოცში შესვლის საშუალება არ მისცეს. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება რეალურ სურათს მალავს. ამ ფონზე შინაგან საქმეთა მინისტრი ისევ დარწმუნებულია, რომ ადგილზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წევრები, სოფელ შაქშაქეთისკენ მიემართებიან და ტერიტორიაზე შესვლას შეეცდებიან.
„ლელო" მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს
დღეს მამუკა ხაზარაძის დაფუძნებული პარტია „ლელო“ მის რიგებში მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს. მოქალაქეთა რეგისტრაცია „თბილისი ცენტრალში“ 12:00 საათზე დაიწყება.
ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს, თემა ეხება, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებას (2019 წლის სექტემბერი).
თვითნასწავლი შემოქმედის გამოფენა
Არქანიას სახელობის არტგალერეაში დღეს აფხაზეთიდან დევნილი თვითნასწავლი შემოქმედის ვერიკო შეროზიას პირველ პერსონალური გამოფენა გაიმართება, სახელწოდებით - „შემოდგომის მელანჟი“.