logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 8.02.2020

08 თებ 202010:34
3 წუთის საკითხავი
 
g22u43g9p2jap2a.jpg

კორონავირუსით კიდევ 86 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 86 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 722-ს მიაღწია.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 3,399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 34,546-მდე გაიზარდა.

დღემდე, ვირუსით დაავადებული 2,050 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ჩინეთს კორონავირუსის პრევენციისთვის $100 მილიონს გამოუყოფს. 

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

ჩიორა თაქთაქიშვილმა ნაციოანალური მოძრაობა დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩიორა თაქთაქიშვილმა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით თაქთაქიშვილმა მიმართვა გაავრცელა, ასევე, როგორც ცნობილია, პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვეს ზაზა ბიბილაშვილმა, მარიამ გერსამიამ და ნინო კალანდაძემ.


ლაშა ჩხარტიშვილის ბრიფინგი

„ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისში, ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, იპოთეკარების მასშტაბური გამოსახლების სამთავრობო გეგმისა და მისი საწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

 

ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემის გამო 2 მაღალჩინოსანი დაითხოვეს 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროკავშირში გორდონ სონდლენდი, რომელმაც იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„მითხრეს, რომ პრეზიდენტი ჩემს დაუყოვნებლივ გაწვევას აპირებს,“ - განაცხადა სონდლენდმა.

თანამდებობა დაატოვებინეს თეთრი სახლის ექსპერტს უკრაინის საკითხებში ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდერ ვინდმენსაც, რომელმაც იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში გამართული მოსმენების დროს ტრამპის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

ორი დღის წინ, აშშ-ის სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა.

 

 


close დახურვა