კორონავირუსის 13 დადასტურებული შემთხვევა საქართველოში
Საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რიგით პირველი, ანუ ვინც ირანიდან ჩამოვიდა, სიმპტომები არ აღენიშნებათ, დაინფიცირებულთა უმეტესობას კი მსუბუქი სიმპტომები აქვთ. Შედარებით მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა, მას ტემპერატურა აღენიშნება 39.5 და აქვს პნევმონია, რაც ამ დაავადების მძიმე შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი გამოვლენაა. ის იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ და უტარდება სათანადო მკურნალობა.
„მიუხედავად სიმძიმისა, მას არ აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში პირობები და თითქმის გარანტირებულად ვფიქრობთ, რომ გამოჯანმრთელდება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ინტენსიური თერაპიისთვისაც“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალუ საიტზე განთავსებული ბოლო ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 141 ადამიანი იმყოფება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 69.
პერფორმანსი ფილარმონიასთან
„თუ ხარ ქალი, თუ თვლი რომ ქალებს ქალობისთვის სჯიან, თუ იბრძვი საკუთარი და სხვა ქალების უფლებების დასაცავად - მოდი!“
ქალთა უფლებების დაცვის დღეს, 15:00 საათზე ქალთა მოძრაობა ფილარმონიის წინ პრეფორმანსი გაიმართება. Აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პერფორმანსით იმ გულგრილობა გააპროტესტებენ, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ქალზე ძალადობის მიმართ.
ჩრდილოეთ იტალიის რეგიონებში ადამიანები სავალდებულო კარანტინში იმყოფებიან
იტალიაში, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება.
ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაიხურება სპორტული დარბაზები, აუზები, მუზეუმები და სათხილამურო კურორტები.
კარანტინი ლომბარდიის რეგიონში, მილანში, ვენეციაში, პარმაში, მოდენასა და კიდევ რამდენიმე პროვინციაში 3 აპრილამდე გაგრძელდება და ამ დრომდე, გადაუდებელი შემთხვევების გარდა აღნიშნული ტერიტორიების დატოვება ან იქ შესვლა იკრძალება.
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 50-ით გაიზარდა და 230-ს გადააჭარბა, ამავე პერიოდში 1 200 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 883-მდე გაიზარდა.
კორონავირუსი და მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 600-მდე, დაინფიცირებულთა კი 106 203-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მათი რიცხვი 60 190-ია.
ფატალური შემთხვევებიდან უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული, ჩინეთს გარეთ კი ვირუსით 500-მდე ადამიანია დაღუპული, მათ შორის ყველაზე მეტი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში.
გარდაცვილთა სტატისტიკა ასეთია : იტალია - 233 ადამიანი, ირანი - 145, სამხრეთ კორეა - 50, შეერთებული შტატები - 19, საფრანგეთი - 16, იაპონია -13, ესპანეთი- 10, ერაყი -4, ჰონგ-კონგი, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია - ორ-ორი. თითო პაციენტია გარდაცვლილი ფილიპინებში, შვეიცარიაში, არგენტინასა და ნიდერლანდებში.
აქცია ფემიციდის წინააღმდეგ
რუსთაველის გამზირზე, პირველ გიმნაზიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ ფემიციდის წინააღმდეგ აქციას სახელწოდებით - " ამოიღე ხმა! ნუ გახდები ძალადობის თანამონაწილე".
სარვამარტო მანიფესტი
„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ახალი გაერთიანების“ ლიდერი ქალები სარვამარტო მანიფესტს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მოთხოვნის შესახებ წაიკითხავენ.
რომის პაპი საკვირაო ლოცვას ონლაინ ჩაატარებს
რომის პაპი საკვირაო ლოცვას ონლაინ ჩაატარებს. ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, დილის ლოცვები 15 მარტანდე ონლაინ გაიმართება.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის პაპი „მსუბუქად ავად“ იმყოფებოდა. მოგვიანებით, იტალიურმა პრესამ აღნიშნა, რომ პაპს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ბრიფინგი:
„ევროპული საქართველოს“ ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართავს.
ყრილობა:
პარტია „სამართლიანობისთვის“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება.
ბილინგვური ანთოლოგიის „ვათავისუფლებ" პრეზენტაცია
ზემო ნიქოზში, სახელოვნებო სკოლაში გაიმართება ბილინგვური ანთოლოგიის „ვათავისუფლებ" პრეზენტაცია და პოეზიის საღამო. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა მწერლებთან, და მეუფე ისაიასთან. შეხვედრას მამუკა ხაზარაძე და პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" სხვა ლიდერებიც დაესწრებიან.