ძალადობასთან ერთად, ახლა ეკლესია სიცრუის მხარეს ყოფნასაც ირჩევს. პირდაპირ ამბიონიდან დღეს მიტროპოლიტი ტყუილს ქადაგებდა. რაში დაგეხმარო, ძმაო? — ამ ტერმინოლოგიით ჰყვება იოანე გამრეკელი რატი წვერავაზე თავდასხმის ისტორიას. მიტროპოლიტი მომხდარის საკუთარ ვერსიას ავრცელებს, ამბობს, რომ ფორმულას ჟურნალისტი მიწაზე არავის უთრევია და პერანგიც კი თავად შემოიხია.
იოანე გამრეკელი თავად აკვირდებოდა რატი წვერავაზე 50-მდე პირის თავდასხმას, ინციდენტიც სწორედ იმის გამო დაიწყო, რომ ჟურნალისტს მიტროპოლიტისგან ინტერვიუს აღება სურდა. ანგარიშსწორების ამსახველ მასალაში ჩანან სასულიერო პირებიც. საქმეზე არავინ დაუკავებიათ. ეს კარგად ასახავს დაუსჯელობის იმ ტენდენციას, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული.