logo
ENG



ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული სამი შემთხვევა დაფიქსირდა

18 მარ 202310:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/18/n8w3leluzlmzqb5.jpg

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლზე ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოცხადდა კარანტინი, რაც ცხოველების იზოლირებას გულისხმობს და მათი ქუჩაში გაყვანა აკრძალულია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს ოზურგეთის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მოათავსებენ.

კარანტინის გამო არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი.


close დახურვა