logo
ENG



ამბროლაურის სამმართველოს უფროსის მოადგილე მიკროავტობუსს შეეჯახა, დაიღუპა 1, დაშავდა 4 პირი

30 ნოე 202017:08
3 წუთის საკითხავი
 
ამბროლაურის სამმართველოს უფროსის მოადგილე მიკროავტობუსს შეეჯახა, დაიღუპა 1, დაშავდა 4 პირი

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა.

მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"გამოძიების დაწყებისთანავე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადაუდებლად შემოწმდა მძღოლი, რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. 

საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე ავტოტექნიკური და ავტოსაგზაო ექსპერტიზები, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძაღოლის ბრალეულობის დასადგენად. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა