ამერიკის შეერთებული შტატები საკარანტინე ზომების ეტაპობრივ შემსუბუქებას იწყებს. ფლორიდაში ბიზნესმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა. პირველ ეტაპზე რესტორნები და ღია კვების ობიექტები გაიხსნა, თუმცა სოციალური დისტანციის წესები მკაცრად კონტროლდება. ჯერჯერობით კვლავ დახურული რჩება კინოთეატრებიმ ბარები და ფიტნეს-კლუბები.
კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით კი ბიზნესი შტატში მუშაობას ერთ კვირაში დაიწყებს. თუმცა ქალაქ ვიქტორვილში უკვე ფუნქციონირებს სავარჯიშო დარბაზები.
ბოლო მონაცემით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 69 ათასს აჭარბებს.