შეერთებულმა შტატებმა ბაგრამის ავიაბაზის მახლობლად განხორციელებული ტერაქტი დაგმო. ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურმა, კოალიციური ჯარების დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც ახსენა. მაიკ პომპეოს თქმით, ავღანეთში შეერთებული შტატების ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ მსგავსი თავდასხმები აღარ მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 63 ადამიანი, მათ შორის 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, დაშავდა.