logo
ENG



ამერიკამ ირანის გუშაგთა საბჭოს 5 წევრს სანქციები დაუწესა

21 თებ 202007:48
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებულმა შტატებმა ირანის გუშაგთა საბჭოს ხუთ წევრს სანქციები დაუწესა. მიზეზი საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპონენტების დისკვალიფიკაცია და ამ პროცესების არასამართლიანი გზებით შეფერხებაა.

როგორც ვაშინგტონში განაცხადეს, შავ სიაში გუშაგთა საბჭოს მდივანი აჰმად ჯანნატი, საბჭოს წევრი მოჰამად იაზდი და მისი სამი წევრი მოხვდა. სანქციები შეერთებულ შტატებში ირანელი საჯარო მოხელეების საბანკო ანგარიშების გაყინვას ითვალისწინებს. ასევე ამერიკელებს მათთან ეკრძალებათ საქმიანი ურთიერთბები. საპარლამენტო არჩევნები ირანში ხვალ გაიმართება. 


close დახურვა