ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა კოსმოსში სამხედრო ავიამზიდი გაუშვა. „ატლას ვი" ტიპის რაკეტაზე „37-ბი" ტიპის კოსმოსური საფრენი აპარატია მოთავსებული.
რაკეტას სტარტი, კენედის კოსმოსური ცენტრიდან, შაბათს უნდა აეღო, თუმცა ცუდი ამინდის გამო მისი კოსმოსში გაშვება ერთი დღით გადაიდო. კოსმოსური მოწყობილობა ორბიტაზე სატელიტის განსათვასებლად არის განკუთვნილი. დაგეგმილია ენერგიის გამომმუშავებელი ტექნოლოგიის სატესტო გამოცდაც, რომელიც ლაზერის მეშვეობით დედამიწის ნაკლებად განვითარებულ ადგილებში მდგრადი ენერგიის წყაროს მომარაგებისთვის არის განკუთვნილი. კ
ოსმოსური ხომალდის მეექვსე მისია „ძლიერი ამერიკა" პანდემიის დროს, წინა ხაზზე მებრძოლ ადამიანებსა და კოვიდ 19-ით გარდაცვლილების ხსოვნას მიეძღვნა.