logo
ENG



ამერიკაში ახალი კორონავირუსი 35 ათასს ადამიანს დაუდგინეს

25 ივნ 202013:14
3 წუთის საკითხავი
 
mgq43rnl2sfh8zk.jpg

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შემთხვევებმა ერთ დღეში რეკორდულად მოიმატა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსი 35 ათასს ადამიანს დაუდგინეს.

განსაკუთრებით შეიცვალა ვითარება 9 შტატში. ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და კონექტიკუტის გუბერნატორებმა ამ შტატებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის 14 დღიანი კარანტინი სავალდებულო გახადეს.

ცხელ ზონად გამოცხადებულ რეგიონებს შორისაა კალიფორნიაც, სადაც ერთ დღეში დაინფიცირების 7 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ამის გამო კომპანია „დისნეიმ“ თემატური პარკის გახსნა გადაავადა.

კორონავირუსის შემთხვევებმა რეკორდულად მოიმატა ავსტრალიაშიც. კერძოდ ვიქტორიის შტატში, ამის გამო მელბურნის გარეუბნებში კარანტინი გამოცხადდა. ხელისუფლებამ რეგიონში 1000 სამხედრო გაგზავნა, რომლებმაც გამკაცრებული ზომების დაცვა უნდა გააკონტროლონ. 


close დახურვა