კორონავირუსი ევროპის ქვეყნებში უფრო და უფრო ვრცელდება. ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევები ავსტრიაში, ხორვატიაში, შვეიცარიასა და რუმინეთში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა იტალიასა და ესპანეთშიც. ვირუსით დაავადების შემთხვევა დაადასტურეს ასევე აფრიკის კონტინენტზე - ალჟირში. პირველი დაინფიცირებული გამოვლინდა ბრაზილიაშიც.
ვირუსი გავრცელებასთან დაკავშირებით რომში მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართეს. შეხვედრაზე იტალიასთან საზღვრების ჩაკეტვა არაპროპორციულ ქმედებად მიიჩნიეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი მოსახლეობას ვირუსის გარდაუვალი გავრცელების შესახებ აფრთხილებენ. ბოლო 24 დღის განმავლობაში ჩინეთში ვირუსმა 52 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის ტერიტორიაზე დაღუპულთა რაოდენობამ 2 666-ს მიაღწია. დაინფიცირებულთა რაოდენიბა 77 ათასამდე გაიზარდა.
ამავდროულად, ვირუსისგან 2 ათასზე მეტი ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა.