კალიფორნიის სამხრეთ რაიონებში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ჰაერის მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.
სტიქია ლოს-ანჯელესს მიუახლოვდა. ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა გეთის მუზეუმთან. სამაშველო ოპერაციაში ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის 200-კაციანი ჯგუფი მონაწილეობს. ცეცხლის ჩაქრობას ავიაციის დახმარებითაც ცდილობენ. ახალი კერები გაჩნდა ვენტურაშიც, მაგრამ მაშველებმა მათი ლოკალიზება მალევე მოახერხეს.