logo
ENG



ამერიკელი ანალიტიკოსების მწვავე განცხადებებს ირაკლი ღარიბაშვილი არ პასუხობს

21 ნოე 201911:37
3 წუთის საკითხავი
 
pvuzgvr33g0h6m9.jpg

ამერიკელი ანალიტიკოსები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ და იმედს იტოვებენ, რომ სიტუაცია დასტაბილურდება. მათ მწვავე განცხადებებზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია  თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამერიკაში იმყოფება. მინისტრი ამერიკელ ანალიტიკოსებს ხვდება. 

შეხვედრის ღია ნაწილზე ღარიბაშვლმა ძირითადად რუსეთის აგრესიაზე, ოკუპაციაზე, მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიაციაზე და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე ისაუბრა.  

"9 ნოემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, რომელიც გადაუდებელი შემთხვევის მქონე პაციენტის მოსანახულებლად იყო, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ცხინვალის რეგიონის მთავრობამ უკანონოდ დააკავა. ღია დებატებზე, გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ ექიმი გაფრინდაშვილი სასწრაფოდ გათავისუფლდეს. მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიკავოს პრინციპული და მტკიცე პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს დღეს შეხვედრა პენტაგონში ექნება. ამერიკის თავდაცვის უწყებაში ამერიკა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით კონფერენციას თავდაცვის მდივნის მოადგილე აწყობს.

 


close დახურვა